fbpx
01:13 | 2020-10-17 ავტორი: Prime Time

ამირხანაშვილს მეგობარი რომ მოეძებნა, შაქარაშვილი 99%-ით ცოცხალი იქნებოდა – ვახო ჩიქოვანის სკანდალური ჩვენების აუდიოჩანაწერი

ამირხანაშვილს მეგობარი რომ მოეძებნა, შაქარაშვილი 99%-ით ცოცხალი იქნებოდა – ვახო ჩიქოვანის სკანდალური ჩვენების აუდიოჩანაწერი

„კურიერი“ გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულის, ვახო ჩიქოვანის სასამართლო ჩვენების აუდიო ჩანაწერს ავრცელებს, რომელიც მან გურამ ამირხანაშვილის წინააღმდეგ მისცა.

 

ჩანაწერში ჩიქოვანი ამბობს, რომ შაქარაშვილის მოძებნაზე უარი ფეხბურთელის მეგობარმა განაცხადა და „ტოიოტას“ მგზავრებს თბილისში წაყვანა სთხოვა.

 

ჩიქოვანი ირწმუნება, რომ ძებნის დროულად დაწყების შემთხვევაში შაქარაშვილი დღეს ცოცხალი იქნებოდა. ბრალდებული ასევე ირწმუნება, რომ მან და მისმა თანმხლებმა პირებმა გურამ ამირხანაშვილს შაქარაშვილის მოძებნა შესთავაზეს, მაგრამ მან უარი განაცხადა.

 

„მას რომ ჩვე­ნი შე­თა­ვა­ზე­ბა მი­ე­ღო და მე­გო­ბა­რი მო­ე­ძებ­ნა, დღეს 99% ის ბავ­შვი ცო­ცხა­ლი იქ­ნე­ბო­და. ემო­ცი­უ­რი იყო ძა­ლი­ან ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი, და­ი­წყო ეგ­რე­ვე, მე დამ­ნა­შა­ვე არ ვარ, არა­ნა­ირ კონ­ფლიქ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­მი­ღი­აო. ვუ­თხა­რით, ვის­თან ერ­თად იყა­ვი­თო, მე­გო­ბარ­თან ერ­თა­დო. ვა­სილ მა­ხა­რა­ძემ უთხრა, და­ე­რე­კა მე­გო­ბარ­თან, მან თქვა, რომ მე­გო­ბარს ტე­ლე­ფო­ნი არ ჰქონ­და. შევ­თა­ვა­ზეთ, რომ მო­ე­ძებ­ნა მე­გო­ბა­რი და ჩვენ წა­ვიყ­ვან­დით, ამა­ზეც უარი გა­ნა­ცხა­და. წამო, წამო წა­ვი­დე­თო. თა­ვი­სი ნე­ბით ჩაგ­ვიჯ­და მან­ქა­ნა­ში“, – ამბობს ჩიქოვანი.

 

შაქარაშვილის საქმე

"რომ არა ამირხანაშვილი, შაქარაშვილი ცოცხალი იქნებოდა" – ვახტანგ ჩიქოვანი გური ამირხანაშვილს ბრალს სდებსვრცლად – https://rustavi2.ge/ka/news/178986

Posted by Rustavi 2 on პარასკევი, 16 ოქტომბერი, 2020

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X