23:15 | 2020-03-11 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ამირან გამყრელიძის რეკომენდაციები მოსახლეობას პანდემიის გამოცხადების შემდეგ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ პანდემიას ეხმაურება.

 

„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა კორონავირუსული ინფექციის ეპიდემიური აფეთქებები პანდემიად. პანდემია არის გლობარული ეპიდემია. ეს არ არის მხოლოდ ერთ ქვეყანაში, დღეს უკვე ის 120 ქვეყანაშია და ქვეყანათა რაოდენობა ყოველდღიურად ემატება, ინფექცია თითქმის ყველა ქვეყანაშია. თუ ეს ჩინეთში იყო თავიდან ახალი შემთხვევების რაოდენობა ქვემოთ მოდის, ჩინეთს გარეთ უკვე არის 42 შემთხვევაზე მეტი რაოდენობა, ანუ, თითქმის ნახევარი, რაც იყო ჩინეთში. რაც მთავარია ტემპი იზრდება. ამიტომ დღევანდელი მდგომარეობა გამოცხადდა პანდემიად.

 

ხვალ უკვე გამოქვეყნდება რეკომენდაციები დამატებითი ღონისძიებების შესახებ, რა უნდა გატარდეს გლობალურად. ჩვენ ისედაც გვქონდა ყველა ქვეყანას პანდემიური მზადყოფნა. საქარველოში ეს ე.წ. ალარმი მაღლა იყო აწეული. თავი ავარიდოთ საერთაშორისო მგზავრობას, თუ რაღაც განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის და თუ მაინც მივდივართ, ჩამოსვლისას დავიცვათ წესები განსაკუთრებით იმ 4 ქვეყნიდან ჩამოსვლისას. ხვალ, ზეგ დარწმუნებული ვარ ეს ოთხი ქვეყანა უფრო მეტი იქნება. შევასრულოთ ის რეკომენდაციები, ვიყოთ 14 დღე თვითიზოლაციაში. ეს არის დღეს მთავარი რეკომენდაცია და მეტი პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვა. ხშირად დალაგება, განიავება და თავის არიდება დიდი თავშეყრის ადგილებზე. თუ მათ აქვთ გარკვეული სიმპტომები. მაღალსიცხიანი და ან ტემპერატურის მქონე ადამიანები ნუ წავლენ სამსახურებში. ვეცადოთ, რაც შეიძლება მეტი ვირტუალური კონტაქტი გვქონდეს ექიმთან, რომ თავი ავარიდოთ რიგებს,“ – აცხადებს ამირან გამყრელიძეს.

 

შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელებამ მსოფლიოში პანდემიის სახე მიიღო! – ამის შესახებ, ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეისუსმა განაცხადა.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X