23:36 | 2020-05-28 ავტორი: თამთა თორდია

ამირან გამყრელიძის ძალიან ღირსეული პასუხი რუსეთს

ამირან გამყრელიძის ძალიან ღირსეული პასუხი რუსეთს

გამყრელიძე მიმართავს გენადის ონიშენკოს, რომელმაც ოფიციალური მოსკოვის სახელით ლუგარის ლაბორატორიაში დაშვება მოითხოვა.

 

„ძალიან კარგად ვიცი, რომ ამას გალაპარაკებენ, გავალებენ. სამჯერ დაგპატიჟეთ. ვიცი, რომ ქართველები გიყვარს, ქართული ღვინო მოგწონს. კარგად იცი, რითიც ვართ დაკავებული ლუგარის ცენტრში.

 

მოეშვი „ველიკა დერჟავულ” ჩვევებს, მარტო თქვენ ვერ ჩამოხვალთ, ჩამოხვალთ საერთაშორისო მისიებთან ერთად”

 

როდესაც კორონავირუსს დავამარცხებთ, ყველას დაგპატიჟებთ და მადლობას სხვანაირად გეტყვით
2020-05-28როდესაც კორონავირუსს დავამარცხებთ, ყველას დაგპატიჟებთ და მადლობას სხვანაირად გეტყვით

 

„30 წელია, რაც საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და მოსკოვი აღარ არის ჩვენი მბრძანებელი. ჩვენმა რუსმა კოლეგებმა ეს როგორმე უნდა გაითავისონ და შეეგუონ.

 

რას ნიშნავს ჩამოვლენ და ყველა კუთხე-კუნჭულში შევლენ და ა.შ. ისევე ჩამოვა რუსი აქ, როგორც ჩამოდის სხვა ერის წარმომადგენელი ლუგარის ლაბორატორიაში”.

 

„ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჩამოვიდეს მხოლოდ რუსული დელეგაცია. ჩვენ მათ ვთავაზობთ, რომ ჩამოვიდნენ საერთაშორისო დელეგაციის შემადგენლობაში!”

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები