fbpx
20:30 | 2020-03-12 ავტორი: თამთა თორდია

ამირან გამყრელიძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ღირსეული ადამიანია – ჭიაბერაშვილი

ამირან გამყრელიძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ღირსეული ადამიანია – ჭიაბერაშვილი

ამირან გამყრელიძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ღირსეული ადამიანია. მადლობა მას. – ამის შესახებ საკუთარ facebook გვერდზე ზურაბ ჭიაბერაშვილმა დაწერა.

 

ის გამოეხმაურა ერთ-ერთი მედიასაშუალების დასმულ კითხვას. სადაც ჟურნალისტმა ამირან გამყრელიძეს კითხა, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა მსოფლიოში ყველაზე მოუმზადებელი შეხვდა კორონავირუსის კრიზისს. რაზეც ამირან გამყრელიძემ უპასუხა, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილი ამას ასე არ იტყოდა და მას არასოდეს არ გააკრიტიკებს, რადგან ზურაბს პატივს სცემს.

 

გთავაზობთ ზურაბ ჭიაბერაშვილის facebook სტატუსს:

 

„ამირან გამყრელიძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ღირსეული ადამიანია. მადლობა მას. ერთ-ერთი მედიასაშუალების კითხვაზე, თითქოს მე ვთქვი, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა მსოფლიოში ყველაზე მოუმზადებელი შეხვდა კორონავირუსის კრიზისს, გასცა მოკლე და ადექვატური პასუხი.

 

საქმე ეხება დღევანდელ ჩემს სტატუსს, რომელსაც სამთავრობო მედიამ კონტექსტიდან ამოგლეჯილად დაარქვა სათაური.

 

ჩემი კრიტიკა არ ეხებოდა სამედიცინო სექტორის მზაობას, თუმცა აქაც მაქვს კითხვები.

 

ჩემი კრიტიკა ეხებოდა ქვეყნის ეკონომიკურ და ფინანსურ მდგომაროებას, კერძოდ კი იმას, რომ ჩვენ „ქართულმა ოცნებამ“ 8 წელი დაგვაკარგინა, რომ უკეთესი ფინანსური ძალით შევხვედროდით ამ კრიზისს, რომლის ეკონომიკური ზიანი არანაკლები იქნება, ვიდრე ჯანმრთელობის.

 

კიდევ ერთხელ ვუცხადებ სრულ პატივისცემას და თანადგომას ჯანდაცვის სექტორს და სამედიცინო პერსონალს.

 

რაც შეეხება სამთავრობო მედიას. გასაგებია, რომ „ქართულ ოცნებას“ აწუხებს ჩემი აქტიურობა, რადგან რაც უფრო მზარდი იქნება კრიზისი (სამწუხაროდ, ისე ჩანს, რომ იქნება), მით უფრო გამოჩნდება მათი თავმოუბმელობა ჯანდაცვის სექტორის მიღმა“, – წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X