fbpx
16:59 | 2020-09-09 ავტორი: Prime Time

ამირან გამყრელიძემ გვითხრა, რომ ჯერჯერობით ტელევიზიამ უნდა გააგრძელოს მუშაობა – გრიგოლია

ამირან გამყრელიძემ გვითხრა, რომ ჯერჯერობით ტელევიზიამ უნდა გააგრძელოს მუშაობა – გრიგოლია

დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ ჯერჯერობით ტელევიზიამ უნდა გააგრძელოს მუშაობა,- ამის შესახებ ინგა გრიგოლიამ თამარ ჩიხლაძის „ დღის ამბებში“ განაცხადა.

 

თავს ცუდად არ ვგრძნობ, მაქვს კორონავირუსი და ეს ცოტა მძაბავს - გოგიჩაიშვილი
2020-09-09თავს ცუდად არ ვგრძნობ, მაქვს კორონავირუსი და ეს ცოტა მძაბავს - გოგიჩაიშვილი

 

„ვიკა ბუკიას, რომელსაც უნდა დაეწყო გადაცემა დაუდასტურდა კორონავირუსი. მე პირადად დავუკავშირდი ამირან გამყრელიძეს, დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელს, მას ავუხსენი ვითარება, ვუთხარი, რომ რამდენიმე ადამიანს პირადი კონტაქტიც ჰქონდა ვიკასთან.

 

მისი პასუხი და რეკომენდაცია იყო ასეთი – ტელევიზიამ ჯერჯერობით გააგრძელოს მუშაობა. ჩვენ დაგვიკავშირდებიან დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები, შემდეგ რა მითითებებს და რეკომენდაციებსაც მოგვცემენ, იმის მიხედვით ვიმოქმედებთ.

 

ტელევიზიის ყველა თანამშრომელს აუცილებლად ჩაუტარდება ტესტირება. ვართ მზად იმისთვის, რომ დავიცვათ ყველა რეკომენდაცია, რომელსაც ცენტრი მოგვცემს“,- განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

 

„ტვ პირველის“ ინფიცირებული თანამშრომელი დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის ცოლი ვიკა ბუკიაა, რომელიც ტელევიზიაში პროდიუსერად მუშაობს. მასთან ერთად COVID-19 აღმოაჩნდა მის მეუღლეს, ლევან გოგიჩაიშვილსაც.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X