16:23 | 2021-06-09 ავტორი: Prime Time

ამირან გამყრელიძე საქართველოში პანდემიის მეოთხე ტალღის სავარაუდო დროს ასახელებს

ამირან გამყრელიძე საქართველოში პანდემიის მეოთხე ტალღის სავარაუდო დროს ასახელებს

დაავადებათა კონტროლის ევროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის მეოთხე ტალღა საქართველოში აგვისტოს ბოლოს ან შემოდგომაზე იქნება.

 

ამირან გამყრელიძე აღნიშნავს იმასაც, რომ კორონავირუსის მეოთხე ტალღა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დავიცავთ რეკომენდაციებს.

 

„მეოთხე ტალღა შეიძლება იყოს აგვისტოს ბოლოს – შემოდგომაზე. ეს დამოკიდებულია რეკომენდაციის დაცვაზე და ასევე ზაფხულში გადამწყვეტი იქნება ვაქცინირებულთა რაოდენობაც.

 

დღეში დაახლოებით 5-7 ათასი კაცი უნდა აიცრას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, რომ მივიღოთ აცრილი პირების მაღალი პროცენტული მაჩვენებელი, რათა შეიქმნას მოსახლეობაში იმუნური ფენა. ალბათ დაგვჭირდება ვაქცინის მე-3 დოზაც, რომ უფრო მყარი იმუნიტეტი შეიქმნას. ვაქცინაზე უკეთესი კაცობრიობას არაფერი გამოუგონია და COVID 19-ის დასრულების გზა ვაქცინაციაზე გადის“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ასევე ნახეთ: ეს მაგარი ამბავია! …​ კიდევ ერთი კვლევა ინდურ და სამხრეთ აფრიკულ ვარიანტზე – გიორგი ფხაკაძე ახალ ინფორმაციას ავრცელებს

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!