14:32 | 2020-09-10 ავტორი: თამთა თორდია

ამირან გამყრელიძე მშობლებს და სკოლების ხელმძღვანელებს მიმართავს

ამირან გამყრელიძე მშობლებს და სკოლების ხელმძღვანელებს მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მშობლებსა და სკოლების ხელმძღვანელებს რეკომენდაციებით მიმართავს.

 

„განსაკუთრებით ახლა, როდესაც ერთ კვირაში მობილობა გაიზრდება ქვეყანაში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, მივმართავ მშობლებს, სკოლაში არავითარ შემთხვევაში არ გაუშვან ბავშვი, ვისაც ტემპერატურის მატება ან რამე რესპირატორული სინდრომი ექნებთ, დარეკონ 112-ზე და ექიმის კონსულტაციით მართონ შემთხვევა.

 

დეკანოზის ადვოკატი თვითიზოლაციაშია - შეხვდა თუ არა ფანცულაია გიორგი მამალაძეს
2020-09-10დეკანოზის ადვოკატი თვითიზოლაციაშია - შეხვდა თუ არა ფანცულაია გიორგი მამალაძეს

 

ასევე, სკოლის ხელმძღვანელებს მივმართავ, იყოს მუდმივი თერმოსკრინინგი და მომატებული ტემპერატურით ბავშვი სკოლაში დაშვებული არ იყოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“,- განაცხადა გამყრელიძემ.

 

რაც შეეხება უმაღლეს საწავლებლებს, ამირან გამყრელიძის მთავარი რეკომენდაციია, რომ როგორც ლექტორებმა, ასევე სტუდენტებმა პირბადე ატარონ.

 

„ამავე დროს, ზოგადი რეკომენდაციებია, რომ უნდა მუშავდებოდეს და სველი წესით ყოველდღიურად ლაგდებოდეს სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები. ტარდებოდეს პერიოდული დეზინფექცია, ხდებოდეს დისტანციის დაცვა სწავლების პროცესში. სადაც შეიძლება დისტანციური სწავლებით ჩანაცვლება, ჰიბრიდული მოდელის უფრო ფართოდ გამოყენება აუცილებელია, რომ თავი დავიზღვიოთ დიდი მობილობის პროცესში, როდესაც ერთად 120-130 სტუდენტი უნივერსიტეტებში და 3-ჯერ მეტი მოსწავლე წავა სკოლებში, თავიდან ავიცილოთ ინფექციის შემდგომი გავრცელების ინტენსიფიკაცია ქვეყანაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

ასევე საინტერესოა:

 

 

 

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +