15:04 | 2020-06-23 ავტორი: Prime Time

ამირან გამყრელიძე – ყარაჯალაში დადასტურებული კორონავირუსის წყაროს ეპიდემიოლოგები დაადგენენ

ამირან გამყრელიძე – ყარაჯალაში დადასტურებული კორონავირუსის წყაროს ეპიდემიოლოგები დაადგენენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს სოფელ ყარაჯალაში დადასტურებული კოვიდინფიცირებულის წყაროს დადგენაზე ჩაღრმავებული კვლევა მიმდინარეობს.

 

„ფაქტია, რომ საავადმყოფოში თავად მივიდა და მას ჰქონდა პნევმონია, შემდგომ ტესტი ჩაუტარდა, რომელიც დადებითი აღმოჩნდა. მიმდინარეობს კვლევა.

 

ეპიდემიოლოგები, სადაც საჭიროა, რამოდენიმე პუნქტში მუშაობენ. ყველაფერი უკავშირდება პერსონალურ ინფორმაციას.

 

მე რომ რამე გითხრათ პერსონალურ საკითხებთან მიმართებაში, ამას მოყვება პანიკა. ვიდრე არ გვეცოდინება დარწმუნებით, სად არის როგორ არის, ვერაფერს ვიტყვით,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კოროანვირუსი 63 წლის ქალს დღეს დაუდასტურდა. 

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 911 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 768, ხოლო გარდაცვლილი 14.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

X