fbpx
12:24 | 2020-10-28 ავტორი: Prime Time

ამირან გამყრელიძე: ბინაზე დატოვებულ უსიმპტომო ადამიანებს მკურნალობა არ სჭირდებათ

ამირან გამყრელიძე: ბინაზე დატოვებულ უსიმპტომო ადამიანებს მკურნალობა არ სჭირდებათ

ბინაზე დატოვებულ უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტები ექიმთან კონსულტაციას და მონიტორინგს საჭიროებენ,-ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

გამყრელიძის განმარტებით, ასეთი პაციენტები ოჯახის ექიმთან აქტიურ კონტაქტზე უნდა იყვნენ.

კარგი ამბავი ქუთაისიდან - ამ 1 თვის პაციენტმა კორონავირუსი დაამარცხა
2020-10-28კარგი ამბავი ქუთაისიდან - ამ 1 თვის პაციენტმა კორონავირუსი დაამარცხა

 

„თუ სიცხემ აუწია ბინაზე მყოფს, ჯობია რომ დაურეკოს თავის ოჯახის ექიმს, ამიტომ ჩვენი სლოგანი, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ვიცოდეთ ჩვენი ოჯახის ექიმის სახელი, გვარი და ტელეფონი, ეს არის აუცილებლობა. რომ დავურეკოთ მას პროაქტიურად, შევეკითხოთ ხოლმე ხშირად და ის მოგვცემს დარიგებას“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 33 858 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 14 829, გარდაიცვალა 253 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X