14:55 | 2021-07-20 ავტორი: თეონა ყაჭიური

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ კოვიდგადატანილთა აცრა 30 დღეში იქნება შესაძლებელი

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ კოვიდგადატანილთა აცრა 30 დღეში იქნება შესაძლებელი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ არ არის გამორიცხული ადამიანის აცრა კორონავირუსით ინფიცირებიდან 30 დღეშიც გახდეს შესაძლებელი.

 

როგორც გამყრელიძე ამბობს, მსგავს რეკომენდაციებს იმუნიზაციის საბჭო სხვადასხვა ქვეყნის მაგალითიდან იღებს.

 

„მოგეხსენებათ, ინფიცირებიდან 120 დღეა აცრის დაშვებული. ახლა, ამ კვირაში შეიცვლება და ჩამოვა 30 დღემდე. ამიტომ, ყველას შეეძლება უფრო სწრაფად აცრა. მინისტრის ბრძანებას ამ კვირაში მოეწერება ხელი და მალე იქნება”, – აღნიშნა გამყრელიძემ.

 

20 ივლისის მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 368 179 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 132 207 ადამიანი.

 

დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X