fbpx
09:42 | 2020-11-17 ავტორი: Prime Time

ამინდის ეს პროგნოზი ნახეთ, თუ დღეს საქართველოს რომელიმე რეგიონში მიემგზავრებით

ამინდის ეს პროგნოზი ნახეთ, თუ დღეს საქართველოს რომელიმე რეგიონში მიემგზავრებით

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს ცალკეულ რაიონებში ნალექიანი ამინდი იქნება.

 

სინოპტიკოსების პროგნოზით, 17 ნოემბერს ქუთაისში ნალექს ვარაუდეობენ. ასევე იწვიმებს ოზურგეთშიც. კოკისპირული წვიმაა ნავარაუდევი ბათუმშიც.

 

ფოთში ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსს მიაღწევს დღის განმავლობაში ჰაერის, ღამით კი +8 გრადუსი არის მოსალოდნელი. ზუგდიდში იწვიმებს.

 

მესტიაში ღრუბლიანობა და ნისლიანი ამინდია მოსალოდნელი, +4 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -4 გრადუსი იქნება. იწვიმებს ამბროლაურშიც.

 

ჭიათურაში იწვიმებს, +10 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე იწვიმებს ახალციხეში. დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაიწევს.

 

რუსთავში მცირე ნალექს ვარაუდობენ, ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში კი მცირე ნალექია მოსალოდნელი.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X