00:42 | 2021-04-20 ავტორი: Prime Time

ამინდი მკვეთრად გაუარესდება 

ამინდი მკვეთრად გაუარესდება 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20 აპრილს, დღის მეორე ნახევრიდან 23 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.

 

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.

ავტორი: Prime Time


X