fbpx
14:00 | 2020-11-24 ავტორი: Prime Time

ამერიკული ინსტიტუტი დეკემბრის დასაწყისში საქართველოში კოვიდვითარების გაუარესებას პროგნოზირებს

ამერიკული ინსტიტუტი დეკემბრის დასაწყისში საქართველოში კოვიდვითარების გაუარესებას პროგნოზირებს

ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არსებული „ჯანმრთელობის გაზომვისა და შეფასების ინსტიტუტი“ დეკემბრის პირველ კვირაში საქართველოში კოვიდვითარების გაუარესებას პროგნოზირებს.

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, აღნიშნული ინსტიტუტის გამოთვლებით, დეკემბრის დასაწყისში საქართველოში მოსალოდნელია კოვიდშემთხვევების და სიკვდილიანობის ზრდა, სწორედ აქედან გამომდინარე, ამერიკული ინსტიტუტი იძლევა რეკომენდაციას შეზღუდვების გაფართოების შესახებ.

 

„პიკი რამდენ ხანს გაგრძელდება არ ვიცით. იცით რომ აქტიურად ვთანამშრომლობთ ვაშინგტონი უნივერსიტეტის „ჯანმრთელობის გაზომვისა და შეფასების ინსტიტუტთან“, რომელიც აკეთებს ყოველკვირეულ განახლებებს სხვადასხვა რეგიონის. რადგან ჩვენ ვართ ახლო პარტნიორები, გვიკეთებს საქართველოს პროგნოზირებასაც. მათი გათვლებით, განსაკუთრებით საყურადღებო იქნება დეკემბრის პირველი კვირა, როგორც შემთხვევათა, ისე სიკვდილიანობის ზრდის მხრივ.

 

მათი პროგნოზით, დეკემბრის პირველ კვირაში იქნება კოვიდშემთხვევების ზრდა. პირდაპირ არის მითითებული, რომ თუ არ შემოვიღეთ, ან უფრო არ გავამკაცრეთ არსებული შეზღუდვები პიკი შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. ამ პროგნოზებზე დაყრდნობით, საქართველოსთვის აუციელებლია გამკაცრდეს რეგულაციების აღსრულება და გავაფართოვოთ წერტილოვანი შეზღუდვები, რაც შეიძლება უფრო მკაცრი მასშტაბით“, – განაცხადა  ამირან გამყრელიძემ.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X