12:44 | 2020-03-31 ავტორი: ანეტი მიქელაძე

ამერიკული დაზვერვა რუსეთში, ირანსა და ჩინეთში კორონავირუსის მასშტაბებს ვერ ადგენს – Reuters

ამერიკული დაზვერვა რუსეთში, ირანსა და ჩინეთში კორონავირუსის მასშტაბებს ვერ ადგენს – Reuters

ამერიკული სპეცსამსახურები ცდილობენ მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა ზუსტი რაოდენობა დაადგინონ.

 

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, მათ დაასკვნეს, რომ რუსეთში, ირანში, ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეაში პაციენტების ჭეშმარიტი რაოდენობის დადგენა რთულია, რადგან ხელისუფლება ინფორმაციას აკონტროლებს.

 

Reuters-ის წყაროს ცნობით, ამერიკულ დაზვერვას აინტერესებს არამხოლოდ ციფრები, არამედ პანდემიის პოლიტიკური შედეგები. მათი თქმით, კონკრეტულად რუსეთში ვირუსის ზუსტი ციფრების დადგენაა ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან მას საზღვარი აქვს 14 ქვეყანას და რეგიონში ვაჭრობისა და ტურიზმის ცენტრია.

 

ამერიკული დაზვერვის ცნობით, ჩრდილოეთ კორეაში ოფიციალურად კორონავირუსის შემთხვევა არ დადასტურებულა, თუმცა ის ჩინეთს ესაზღვრება და ასევე ცნობილია ისიც, რომ ფხენიანმა საერთაშორისო ორგანიზაციებს პირველი დახმარების აღჭურვილობა და სამედიცინო ნიღბები სთხოვა.

 

ასევე არ არის ცნობილი ირანის მონაცემები, თუმცა ირანელი ჩინოსნების დაინფიცირების შესახებ ქვეყანაში ფაქტობრივად ვერ იმალება.

 

ჩინეთი უკვე რამდენიმე დღეა აღარ აფიქსირებს კორონავირუსის შემთხვევებს ქვეყნის შიგნით და ამბობენ, რომ ახალი დაინფიცირებულები უცხო ქვეყნიდან შემოდიან. ვაშინგტონში ჩინეთის გამარჯვებას კორონავირუსზე სკეპტიკურად უყურებენ.

 

ამ დროისთვის მსოფლიოში დაახლოებით 786 ათასი დაინფიცირებულია. თითქმის 38 ათასი ადამიანი დაიღუპა და 160 ათასი გამოჯანმრთელდა. საქართველოში ბოლო მონაცემებით 108 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელთაგან 21 უკვე განიკურნა.

 

ახალ კორონავირუსზე ინფორმაციას გაეცანით ბმულებზე:

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

ავტორი: ანეტი მიქელაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები