fbpx
16:39 | 2020-07-11 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ამერიკის ელჩი სამეგრელო-ზემო სვანეთში მოგზაურობს

ამერიკის ელჩი სამეგრელო-ზემო სვანეთში მოგზაურობს

საქართველოში ამერიკის საელჩო სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე კელი დეგნანის სამეგრელო-ზემო სვანეთში მოგზაურობის შესახებ პოსტს აქვეყნებს.

 

კელი დეგნანი:  „კახეთი საერთშორისო ტურიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ადგილია“ 
2020-06-16კელი დეგნანი:  „კახეთი საერთშორისო ტურიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ადგილია“ 

 

„ამ ზაფხულს ელჩი დეგნანი სიამოვნებით სარგებლობს საქართველოში შიდა ტურიზმის შესაძლებლობებით.

 

ამ კვირას ელჩმა სამეგრელო-ზემო სვანეთში ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასა და ქალ ბიზნეს ლიდერებთან ერთად იმოგზაურა.

 

ზუგდიდში, ბესო ჭითანავას საოჯახო სამზარეულოში გუბერნატორ ალექსანდრე მოწერილიასთან ერთად ელჩმა ყველის გაკეთება ისწავლა.

 

დასავლეთ საქართველოში პირველი ვიზიტისას ელჩი ეცნობა რეგიონის უნიკალურ კულტურულ ტრადიციებს და თავგადასავლების მრავალფეროვნებას, რომელსაც საქართველო ტურისტებს სთავაზობს.

 

ბატონი ჭითანავას სახლში ელჩმა პირადად ნახა, როგორ ეხმარება მას USAID-ის პროგრამა ZRDA ბიზნესის გაფართოებაში, სტუმრების მიღებასა და მათთვის მეგრული სამზარეულოსა და მუსიკის გაცნობაში.

 

ეს არის შესანიშნავი მაგალითი იმისა, როგორ ეხმარება ამერიკული ბიზნეს გამოცდილება ქართველებს, წარმოაჩინონ თავისი კულტურული სიმდიდრე და შექმნან ახალი სამუშაო ადგილები.

 

მოგვიანებით ელჩმა დაათვალიერა ენგურის ჰიდროელექტროსადგური, რათა გაცნობოდა ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მახლობლად ენერგო რესურსების კოორდინაციის საკითხს.

 

მოგზაურობისას ელჩი ხშირად ხვდება ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან. ამჯერად, ოკუპირებულ აფხაზეთთან მან ხაზი გაუსვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი შეერთებული შტატების ერთგულებას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

X