fbpx
23:26 | 2020-04-07 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ამერიკელი სენატორი, რომელიც Covid-19-ისგან განიკურნა, საავადმყოფოში მოხალისედ მუშაობს

ამერიკელი სენატორი, რომელიც Covid-19-ისგან განიკურნა, საავადმყოფოში მოხალისედ მუშაობს

ამერიკელმა სენატორმა, რენდ პოლმა რომელიც Covid-19-ისგან განიკურნა, საავადმყოფოში მოხალისედ დაიწყო მუშაობა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ დაწერა.

 

„მე ვაფასებ ყველა იმ კეთილ სურვილებს, რომელიც მივიღე. კვლავ ჩავიტარე ტესტი და პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.

 

ადგილობრივ საავადმყოფოში მოხალისედ დავიწყე მუშაობა, რათა მათ დავეხმარო ვისაც სამედიცინო დამხარება სჭირდებათ. მათ შორის, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს. ერთად დავძლევთ ამას!“, – წერს სენატორი.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X