
ამერიკელმა მამაკაცმა, რომელიც მაღაზიაში პროდუქტების საყიდლად წავიდა, ლატარიაში მილიონი დოლარი მოიგო. ამის შესახებ გამოცემა UPI წერს.
სტივენ ჰაუელი ამბობს, რომ ის ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში მიდიოდა, რათა ოჯახისთვის საჭმელები და სასმელები ეყიდა. ამავდროულად, მან შეიძინა რამდენიმე 10 დოლარიანი ლატარიის ბილეთი.
სახლში დაბრუნებისთანავე მამაკაცმა შეამოწმა ბილეთები და აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ბილეთი მომგებიანი იყო.
მოგებული თანხა შეადგენდა მილიონ დოლარს. ჰაუელი იხსენებს, თუ როგორ გაიქცა ოთახში და ამ სასიხარულო ამბის შესახებ დედას გააგებინა.
სტივენმა უკვე აღნიშნა მოგებული მილიონი. ის მოგებული თანხის ნაწილით ავტომობილის შეძენას აპირებს.