11:04 | 2020-04-03 ავტორი: ანეტი მიქელაძე

ამერიკელებმა, ბიოლოგიური იარაღის შექმნის ბრალდებით, ჩინეთის წინააღმდეგ 20-ტრილიონიანი სარჩელი შეიტანეს

ამერიკელებმა, ბიოლოგიური იარაღის შექმნის ბრალდებით, ჩინეთის წინააღმდეგ 20-ტრილიონიანი სარჩელი შეიტანეს

აშშ-ის სასამართლოში, ჩინეთის ხელისუფლების წინააღმდეგ, ახალი კორონავირუსის აფეთქების გამო, 20 ტრილიონი დოლარის ოდენობის სარჩელი შეიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას Businesstoday ავრცელებს.

 

ამერიკელმა იურისტმა ლარი კლეიმანმა და მისმა საადვოკატო გუნდმა Freedom Watch-მა, ტეხასურ კომპანია Buzz Photos-თან ერთად, ჩინეთის ხელისუფლებას, ჩინეთის არმიას, უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტს, მის დირექტორს ში ჩენლის და ჩინეთის არმიის გენერალ-მაიორ ჩენ ვეის უჩივლეს.

 

მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ ახალი კორონავირუსი ეს ბიოლოგიური იარაღის შედეგია, რომელიც ჩინეთის ხელისუფლებამ დაამზადა.

 

ისინი ოფიციალურ პეკინს უამრავი ადამიანი სიკვდილში, ტერორისტების ფინანსურ მხარდაჭერაში, გულგრილობასა და ამერიკის მოქალაქეების წინააღმდეგ შეთქმულებაში სდებენ ბრალს.

 

იურისტების მტკიცებით, ახალი კორონავირუსი უხანის ვირუსოლოგიის ცენტრმა შექმნა. მათი თქმით, ჩინეთმა ეს ადამიანების „მასობრივი განადგურებისთვის“ გააკეთეს. ბიოლოგიური იარაღის შექმნა კონვენციით 1925 წელს აიკრძალა, შესაბამისად, ასეთი იარაღი მიიჩნევა განადგურების წყაროდ და უტოლდება ტერორიზმს.

 

კლეიმანი და მისი ადვოკატები ასევე აღნიშნავენ, რომ ექიმები, რომლებიც მოსახლეობას ვირუსის შესახებ აფრთხილებდნენ, „ძალით გააჩუმეს“. ამაში იურისტები ბრალს გენერალ მაიორ ჩენს სდებენ, რომელმაც მათი თქმით, ჯერ კიდევ წარმოებაში არ შესული ვაქცინა მიიღო.

 

ამავე თემაზე იხილეთ:

 

რა იცოდნენ 5 წლის წინ ღამურისგან მიღებულ სუპერვირუსზე – გადაცემა, რომელმაც მსოფლიო შოკში ჩააგდო. 

 

„კორონავირუსი ამერიკელებმა შექმნეს!“ – ჩინეთში შეთქმულების თეორიების პროპაგანდა დაიწყო. 

ავტორი: ანეტი მიქელაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X