20:42 | 2020-04-03 ავტორი: ნინი ტაველიძე

„ამერიკაში მეგობრის დას ტაში დაუკრა მთელმა აფთიაქმა, როდესაც უთხრა საქართველოდან ვარო…”- რას ჰყვება ლიზა ბაგრატიონი

„ამერიკაში მეგობრის დას ტაში დაუკრა მთელმა აფთიაქმა, როდესაც უთხრა საქართველოდან ვარო…”- რას ჰყვება ლიზა ბაგრატიონი

„ამერიკაში მეგობრის დას ტაში დაუკრა მთელმა აფთიაქმა, როდესაც უთხრა საქართველოდან ვარო“,- ამის შესახებ  მომღერალმა, ლიზა ბაგრატიონმა „პალიტრანიუსის“ სპეცპროექტ – CoViD 19 – ში განაცხადა.

 

„მყავს ბევრი უცხოელი მეგობარი, ყველას ვისაც აქვს ინფორმაცია, მეუბნებიან, როგორ მშურს და ნეტავ მანდ ვიყოთ, რა კარგ ადგილას ხართ. იტალიაში, ნიუ-იორკში, იქ სადაც ჩემი მეგობრები არიან, ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვთ და მართლა ძალიან უჭირთ…ჩვენ რაღაცნაირად ვცდილობთ, რომ ერთმანეთი არ დავასნებოვნოთ, მე ვშიშობ, ვინმე არ დაზარალდეს ჩემ გამო, ისე კი, მაქვს იმედი, რომ ჩვენ ისეთ ხელში ვართ, არაფერი არ დაგვემართება, მართლა თუ ღვთის ნება არ არის…

 

ვცდილობთ, რომ ყველა ის მითითება შევასრულოთ, რასაც ჩვენი  მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო გვაძლევს. იქ ეშიანიათ ყველაფრის, მედპერსონალი და საავდმყოფოები ისეთ დღეში არიან, არც იციან მიაწვდენენ თუ არა ხმას…

 

საოცარი ფაქტი მოხდა, ჩემი მეგობრის დას, რომელიც ნიუ იორკში აფთიაქში შევიდა და წამალი იკითხა, აქცენტის გამო კონსულტანტმა ჰკითხა, საიდან ხარო და უპასუხა საიდან იყო, თურმე ტაში დაუკრა მთელმა აფთიაქმა.

 

მერე და ეჩხუბა, ეს ყველაფერი, როგორ არ გადაიღეო, და ამას უთქვამს, როგორ უნდა გადამეღო, ისე ვტიროდი და ამიჩუყდა გული, ვერ მოვახერხე ვერაფერიო“,- განაცხადა მომღერალმა.

 

ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობა 148-ს შეადგენს. 

 

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები

 

 

 

 

 

 

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები