10:37 | 2020-03-25 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ამერიკაში კაცმა ტრამპის შეთავაზებული წამალი მიიღო და დაიღუპა

ამერიკაში კაცმა ტრამპის შეთავაზებული წამალი მიიღო და დაიღუპა

არიზონაში გარდაიცვალა მამაკაცი, რომელიც COVID19-ის სამკურნალოდ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ რეკომენდირებულ პრეპარატს, ჰიდროქსიქლოროქინს იღებდა. BBC-ის ცნობით, გარდაცვლილის მეუღლის მდგომარეობაც კრიტიკულია.

 

პრეპარატის მიღების შემდეგ, 60 წლის წყვილი მალე ცუდად გახდა და არიზონაში მდებარე ბანერის ჯანმრთელობის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

 

ცნობისთვის დონალდ ტრამპმა ჰიდროქსიქლოროქინი და მასთან დაკავშირებული წამალი „ქლოროქინი“ დაასახელა, როგორც „კოვიდ 19“-თან ბრძოლის საშუალება.

 

ჰიდროქსიქლოროქინის პრეპარატი აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) მალარიისა და რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ დაასახელა, თუმცა ახალი კორონავირუსის მკურნალობისთვის დადასტურებული ჯერ არ არის.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

ქლოროკინი – წამალი, რომელსაც კორონავირუსის წინააღმდეგ ქართველი ექიმები იყენებენ, ფრანგმა მედიკოსებმაც აღიარეს

 

კორონავირუსის სამკურნალო წამალი საქართველოს აფთიაქებში აღმოჩნდა

 

ჩინეთმა დაასახელა წამალი, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტური აღმოჩნდა

 

პაატა იმნაძე გირჩევთ რომელი წამალი უნდა დალიოთ სიცხის დროს

 

კორონავირუსის წნააღმდეგ მალარიის პრეპარატს საუდის არაბეთშიც იყენებენ

 

მთავრობა კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის მისაღებად მოლაპარაკებებს აწარმოებს

 

 

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები