18:02 | 2021-09-10 ავტორი: თამარ გონგაძე

“ამერიკაში აღარ მივდივარ. “ბახუტას” ბევრი წელია ვიცნობ, მაგრამ ახლა სულ სხვა კუთხით ვახლოვდებით” – რა ხდება ნუკი კოშკელიშვილსა და გიორგი ბახუტაშვილს შორის

“ამერიკაში აღარ მივდივარ. “ბახუტას” ბევრი წელია ვიცნობ, მაგრამ ახლა სულ სხვა კუთხით ვახლოვდებით” – რა ხდება ნუკი კოშკელიშვილსა და გიორგი ბახუტაშვილს შორის

მეგაპროექტ “ნიჭიერის” გრანდიოზული მეათე სეზონის წამყვანების ვინაობას, პირველი, “პრაიმტაიმის” მკითხველი იტყობს. ესენი არიან – ნუკი კოშკელიშვილი და გიორგი ბახუტაშვილი. დიახ, არ გეჩვენებათ, ბახუტას მეგაპროექტის გამო “ჩემი ცოლის დაქალების” დათმობა დასჭირდა, ნუკის – ოჯახის. “ნიჭიერმა” მასაც გეგმა შეუცვალა, ამერიკაში აღარ მიდის.

 

აი, რას გვიყვებიან “ნიჭიერის” ახალი სახეები ერთმანეთზე.

 

ნუკი კოშკელიშვილი: – 14 წელია ტელევიზიაში ვარ და დედას ვფიცავარ, “ნიჭიერზე” მუშაობა ყოველთვის ოცნებად მქონდა. ყველა პროდიუსერს წრეს ვარტყამდი და თავს ვაწონებდი, შემომხედეთ, მეც კარგი გოგო ვარ-მეთქი. და აი, როგორც იქნა, დადგა ეს დღე და ძალიან მიხარია.

 

რომ დამირეკეს და წამყვანობა შემომთავაზეს, რა თქმა უნდა, თავი დავიფასე, მაშინვე კივილი არ დამიწყია, “მიუთზე” დავაჭირე, ვიკივლე. მერე ვუთხარი, არ ვიცი, მოვიფიქრებ-მეთქი. მაგრამ მალევე გადავურეკე, ხომ არ გადაგიფიქრებიათ-მეთქი და ასე დავთანხმდი.

მოკლედ, ოცნება რომ აგისრულდება, ასე ვარ ახლა.

 

2021-09-10"ძალიან ვწუხვარ, თუ ის მაყურებელი გავაწბილე, ვინც ახალ სეზონზე მელოდა..." - რა რეაქცია ჰქონდათ გიორგი ბახუტაშვილის სერიალიდან წასვლაზე "ჩცდ"-ს შემქმნელებს

 

ქასთინგები ისე მიდის, მგონია, რომ სადღაც ჰოლივუდშია ყველაფერი გადაღებული. მთელი გუნდი პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული.

 

აქ მუშაობა წამყვანისთვის ძალიან დიდი გამოცდილებაა. გამორიცხული იყო უარი მეთქვა.

 

ამერიკაში აღარ მივდივარ. საქართველოში დავრჩები “ნიჭიერის” დასრულებამდე. სულ ვეძებდი აქ დარჩენის მიზეზს და აი.

 

ბენს ვუთხარი, გახსოვს, “ნიჭიერი”? ან მე და ან “ნიჭიერი”-მეთქი. აქ დარჩენაზე დამთანხმდა. ჩამოვა და მიგულშემატკივრებს.

 

რაც შეეხება ბახუტას. არანორმალურად კომფორტული პარტნიორია. მაქსიმალურად ხელს მიწყობს ყველაფერში. ვფიქრობ, რომ განსხვავებული წამყვანები ვიქნებით. სხვა დინამიკა გვაქვს. მგონია, ჩვენს შორის ქიმიაა და ავეწყეთ.

 

არ გვინდა დადგმული შოუ გამოვიდეს. მაქსიმალურად ბუნებრივები მინდა ვიყოთ. ყოველდღე მეგობრობის დღიურს ვავსებთ. უკვე ბევრი რამ გავიგე ბახუტაზე. ბევრი წელია ვიცნობ, მაგრამ ახლა სულ სხვა კუთხით ვახლოვდებით.

 

ჩიკამ და ცოტნემ
2021-09-06ჩიკამ და ცოტნემ "ჩემი ცოლის დაქალები" დატოვეს - ნახეთ, რატომ და სად წავიდნენ მსახიობები

 

ახლა უკვე იცით, თუ რისთვის წამოვიდა ცოტნე სერიალიდან. მსახიობი ამბობს, რომ ჩცდ-ში თავი ამოწურა. ახალი გამოწვევით კი კმაყოფილია.

 

გიორგი ბახუტაშვილი: – “ნიჭიერი” ჩემთვის უცხო არ არის. ერთ-ერთ სეზონში მისი ნაწილი ვიყავი. ახლა სხვა ამპლუაში ვიქნები. ვინც ამ მეგაპროექტს აკეთებს, ამ გუნდთან მუშაობა ნებისმიერ პროექტზე სასიამოვნოა.

 

თან ისეთი გოგო მყავს პარტნიორად, რომ ძალიან კომფორტულია “ნიჭიერის” წამყვანობა ჩემთვის. სცენაზე, განსაკუთრებით ლაივების დროს, მნიშვნელოვანია ის, თუ ვინ არის შენი პარტნიორი. მიხარია, რომ ნუკია ჩემი პარტნიორი.

 

ასევე ნახეთ: ნათია ლაზაშვილმა ახალ მეწყვილედ გიორგი სანაიას ვაჟი წარადგინა

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X

error: Content is protected !!