fbpx
19:45 | 2020-10-09 ავტორი: თამთა თორდია

„ამდენ ხანს ხმას არ ვიღებდი ამ თემაზე!“ – რა მოხდა თიკა მახალდიანის დედის მკვლელობის საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესზე

„ამდენ ხანს ხმას არ ვიღებდი ამ თემაზე!“ – რა მოხდა თიკა მახალდიანის დედის მკვლელობის საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესზე

მომღერალი თიკა მახალდიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც ირკვევა მისი დედის, თამუნა ანთელავას მკვლელობის საქმეზე დღეს სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც თიკას ოჯახის წევრები და ადვოკატები არ დაუშვეს.

 

“ამდენ ხანს ხმას არ ვიღებდი ამ თემაზე და ახლა ძალიან გაბრაზებული ვარ, დღეს სასამართლოზე არ დაუშვეს არც ჩემი მეუღლე, არც დეიდაშვილი და არც ჩვენი ადვოკატი, არ ვიცი მოიგონეს თუ მართლა პანდემიის გამო, სხვაგან ყველგან გამოტენილია ხალხით სადაც არ უნდა გაიხედო, ამ პანდემიამ დაგვღუპა და სახლში გამოკეტვამ ზუსტად! ამდენი ხანი რატომ არ გამოაქვთ განაჩენი სასამართლოს, ძაან მაინტერესებს ??

 

რას ელოდებიან? რით ვერ დამთავრდა 6 თვე გახდება მალე, რატო წელავენ ?? რამე ისე რო არ მოხდეს რასაც ველოდებით, წარმოდგენაც არ მინდა მარტო მე რასაც ვიზამ! მკვლელი დაისაჯოს სათანადოდ”.

 

შეგახსენებთ, თიკა მახალდიანის დედა, აღდგომის ღამეს საკუთარ სახლში, ნასვამი პოლიციელის მიერ გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა.

 

2020-09-25"უთქვამს მივალ სასაფლაოზე, მუხლებზე დავდგები და პატიებას ვითხოვო" - პოლიციელი, რომელმაც თიკა მახალდიანის დედა მოკლა თავისუფლებას 3000 ლარად მოითხოვს

ავტორი: თამთა თორდია


X