23:55 | 2020-10-15 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

…ამბობს, რომ ცხოვრების ბოლოს დავასრულებ მონასტერში, ჯერ მზად არ ვარ… – ეკა ბესელია

…ამბობს, რომ ცხოვრების ბოლოს დავასრულებ მონასტერში, ჯერ მზად არ ვარ… – ეკა ბესელია

თოქ-შოუ “პროფილში” სტუმრობისას ეკა ბესელიამ საზოგადოებას განუცხადა, რომ ის ხშირად სტუმრობს სამთავროს დედათა მონასტერს.

 

“აქ როცა მოვდივარ, დრო თითქოს ჩერდება, მავიწყდება რა ხდება გარეთ” – განაცხადა ბესელიამ.

 

პოლიტიკოსმა საზოგადოებას ასევე გააცნო დედა ნატალია, რომელიც მისი სულიერი და ერთგული მეგობარია.

 

“მე დავდიოდი მცხეთის ჯვრის მონასტერში. მცხეთასთან განსაკუთრებული სულიერი კავშირი მქონდა. ბევრი წლის წინ გავიცანი დედა ნატალია, მე დღეს მასზე დიდი მეგობარი და მრჩეველი არ მყავს. ამბობს, რომ ცხოვრების ბოლოს დავასრულებ მონასტერში. ვნახოთ რა იქნება. ჯერ ამისთვის მზად არ ვარ, დასასრულებელი მაქვს ის იდეა, რომლისთვისაც ვიბრძვი” – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენტარი - +