12:27 | 2020-04-21 ავტორი: ნინი ტაველიძე

ამბავი, რომელმაც მსოფლიო შეძრა – ქმარმა „ურჩი“ ცოლი ცოცხლად დაწვა

ამბავი, რომელმაც მსოფლიო შეძრა – ქმარმა „ურჩი“ ცოლი ცოცხლად დაწვა

20 წლის მალაკ ჰაიდერ ალ-ზუბაიდი ნაჯაფის საავადმყოფოში თირკმელებისა და ფილტვების დამწვრობით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას mirror-ი ავრცელებს.

 

ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში გაუსაძლისი ტკივილებით იტანჯებოდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, გასულ კვირას მალაკს,სავარაუდოდ, მისმა პოლიციელმა ქმარმა ცეცხლი წაუკიდა.

 

მალაკის გარდაცვალება მისმა დამ ადგილობრივ მედიასთან საუბრისას დაადასტურა.

 

როგორც მისი და ამბობს, მალაკის თირკმელებმა და ფილტვებმა ფუნქციონირება საავადმყოფოში გადაყვანიდან ერთი კვირის შემდეგ შეწყვიტა.

 

სოციალურ ქსელში გავრცელებულმა მალაკის ფოტოებმა საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია.

 

თავდაპირველ ჩვენებაში მალაკი ამბობდა, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო. თუმცა, 3 დღის მერე მან ჩვენება შეცვალა. ის ამბობდა, რომ მას ქმარსთან კონფლიქტი მოუხდა, რის შემდეგაც მან ის ჯერ ტელეფონის კაბელით სცემა, შემდეგ კი საწვავი გადაასხა.

 

მალაკის ქმარი ამას უარყოფს:

 

„მან თვითონ გადაისხა საწვავი და შემდეგ მე და ჩემი ოჯახი დაგვადანაშაულა ამაში“.

 

მალაკის ქმარი, ალ მააჰლი და მისი ოჯახის წევრები დაკავებულები არიან.

 

მააჰლი ჯარის გენერლის ვაჟია.

 

ერაყის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ქმრებს უფლება აქვთ ცოლებს თავისი ადგილი მიუჩინონ, რაც ოჯახური ძალადობის შემთხვევებს ზრდის.

 

„ძალიან ვწუხვართ მომხდარის გამო, იმედი გვაქვს გამოძიება სწრაფად დასრულდება. გვინდა შეგახსენოთ, რომ ოჯახში ძალადობა, იქნება ეს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური, მსოფლიოში ყველაზე დიდი პრობლემაა“,- განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა ერაყში,სტივენ ჰიკმა.

 

გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენატარი - +

X