00:05 | 2020-08-30 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ამაზონის ჯუნგლებში ისევ ხანძარია – განადგურებულია 20 000-ზე მეტი კვ. მეტრის ტყის მასივი

ამაზონის ჯუნგლებში ისევ ხანძარია – განადგურებულია 20 000-ზე მეტი კვ. მეტრის ტყის მასივი

ამაზობის ჯუნგლებში ტყის მასივი იწვის. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

 

სტატიაში, სადაც ამაზონის ტროპიკულ ტყეებში ხანძარზეა საუბარი, ვკითხულობთ, რომ ბრაზილიის პრეზიდენტი ამ ფაქტს უარყოფს, თუმცა უცხოური გამოცემა ბრაზილიის ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებს ასაჯაროებს.

 

„პრაიმტაიმი” აღნიშნულ სტატიას გთავაზობთ:

 

„ამაზონის ტროპიკული  ტყის შენარჩუნებას გლობალური მნიშვნელობა აქვს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ ის ტყის ხანძრის საფრთხის ქვეშაა.წლევანდელი ხანძრის სეზონი ადრეული რიცხვებიდან დაიწყო,  რასაც მეცნიერთა შეშფოთება მოჰყვა.

 

ბრაზილიის პრეზიდენტმა ჯაირ ბოლსონარომ ცოტა ხნის წინ თქვა, რომ ამაზონის  „ცეცხლში გახვევა” სიმართლეს არ შეესაბამება, მიუხედავად იმისა, რომ მისმა მთავრობამ სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა, სადაც ნაჩვენებია  მიმდინარე წლის ხანძრის გავრცელების არეალი ივლისისა და აგვისტოს თვეებში.

 

რა ხდება ამაზონის ტყეებში, იწვის ტყე ბრაზილიაში?

 

ამაზონის ტროპიკული ტყის დაახლოებით 60% მდებარეობს ბრაზილიაში და ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს მავნე ნივთიერების – CO2– ის ათვისებაში, რომელიც სხვადასხვა გვარად ატმოსფეროში გაიფრქვევა.

 

ამაზონს ემუქრება: ხანძრები, ტყის გაჩეხვა და ახლა, ვირუსი. ამაზონის ტყის ხანძარს აფასებს ჰარვარდის უნივერსიტეტის ბრაზილიელი მეცნიერ-პროფესორი მარსია კასტრო.

 

 

„თუკი გავითვალისწინებთ ხანძრების საშუალო რაოდენობას ივლისში 2010-2019 წლების პერიოდის განმავლობაში, მაშინ ხანძრების რაოდენობა 2020 წლის ივლისში წარმოადგენდა საშუალო მაჩვენებლის 55.6% -ით ზრდას”, – ამბობს პროფესორი მარსია კასტრო, ჰარვარდის უნივერსიტეტის ბრაზილიელი მეცნიერი.

 

 

„ზრდა ასევე მოხდა ივნისში (19,6% გასული წლის ივნისთან შედარებით, და 36,1% შედარებით ივნისის თვის საშუალო მაჩვენებელს 2010-19 წლებში). ხანძრის სეზონის პიკი ხშირად გვხვდება აგვისტოდან სექტემბრამდე. ამიტომ ივნისსა და ივლისში მუდმივი ზრდა შემაშფოთებელია”, – ამბობს პროფესორი კასტრო.

 

ადამიანი, რომელმაც მსოფლიო დაასნებოვნა
2020-05-27ადამიანი, რომელმაც მსოფლიო დაასნებოვნა

 

რა შეიძლება ამ წელს გაუარესდეს?

 

კლიმატის ბრაზილიელი მეცნიერი კარლოს ნობრე ამბობს, რომ წელს ტყეებში ხანძრის გაჩენის ორი ძირითადი მიზეზი  არსებობს:

 

პირველი ის არის, რომ წელს  სეზონი ჩვეულებრივზე უფრო მშრალია. „წელს, ჩრდილოეთ ატლანტიკის ტროპიკებში წყლები უფრო თბილია და როდესაც ეს ხდება, ნაკლები ნალექი გვაქვს,” – ამბობს პროფესორი ნობრე.

 

მეორე ის არის, რომ გასულ წელს გაჩეხილი და ადგილზე დატოვებული  ხეები მშრალია და მაღალია ალბათობა, ამისმა დაწვამ  ტყის ხანძარი გამოიწვიოს“. – განმარტავს კლიმატის მეცნიერი.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +