fbpx
17:51 | 2020-06-11 ავტორი: ნინი ტაველიძე

Amazon-მა აშშ-ის პოლიციის დეპარტამენტებს სახის ამოცნობის ტექნოლოგიის გამოყენება აუკრძალა

Amazon-მა აშშ-ის პოლიციის დეპარტამენტებს სახის ამოცნობის ტექნოლოგიის გამოყენება აუკრძალა

კომპანია Amazon-მა აშშ-ის პოლიციის დეპარტამენტებს სახის ამოცნობის ტექნოლოგიის (Amazon Rekognition) -გამოყენება ერთი წლით აუკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

 

ვინ იყო და რას საქმიანობდა ჯორჯ ფლოიდი, რომლის სიკვდილმაც მსოფლიო შეძრა
2020-06-01ვინ იყო და რას საქმიანობდა ჯორჯ ფლოიდი, რომლის სიკვდილმაც მსოფლიო შეძრა

 

უფლებადამცველები შიშობენ, რომ აშშ-ის პოლიციამ სახის ამოცნობის ტექნოლოგია, შესაძლოა, ფერადკანიანთა წინააღმდეგ გამოიყენოს.

 

კომპანიაში აცხადებენ, რომ ორგანიზაციები, რომლებიც დაკარგული ბავშვების ძებნით, ტრეფიკინგის მსხვერპლთა გადარჩენით და ოჯახების გაერთიანებით არიან დაკავებულები, ტექნოლოგიით სარგებლობას კვლავ შეძლებენ.

 

„სამთავრობო დონეზე უნდა გაიწეროს მკაცრი წესები, რომლებიც ტექნოლოგიის გამოყენებას დაარეგულირებს.  იმედი გვავქს, რომ ერთწლიანი მორატორიუმი საკმარისი ვადა იქნება იმისთვის, რომ კონგრესმა შესაბამისი რეგულაციები შეიმუშავოს“,- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში საპროტესტო ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც პოლიციის ოფიცრის ქმედებას 46 წლის ჯორჯ ფლოიდის სიცოცხლე შეეწირა.

 

აქციები ძალადობისა და რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმდინარეობდა.

 

რამდენიმედღიანი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, ვაშინგტონის საოლქო საბჭომ პოლიციის რეფორმის გეგმა დაამტკიცა.

 

ჯორჯ ფლოიდი მშობლიურ ქალაქ ჰიუსტონში 9 ივნისს დაკრძალეს.

 

ჰიუსტონის მერმა 9 ივნისიფლოიდის დღედ გამოაცხადა.

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X