20:24 | 2020-05-30 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„ამას ძალიან გულისყურით მოვეკიდოთ“… – ბიძინა კულუმბეგოვის რეკომენდაცია საზოგადოებას

„ამას ძალიან გულისყურით მოვეკიდოთ“… – ბიძინა კულუმბეგოვის რეკომენდაცია საზოგადოებას

მარშუტკის სატრანსპორტო ღონისძიებები და ჰიგიენის დაცვის ნორმები უნდა გამკაცრდეს.

 

შესაძლებელია, რომ მიკროავტობუსებსა და ავტობუსებში ადამიანების განლაგების სტრატეგია შეიცვალოს, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი „ტვ პირველის“ ეთერში საუბრობს.

 

კულუმბეგოვი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საზოგადოებას, რომ დამცავი ნიღბები სწორად გამოიყენონ.

 

მარნეულში მძღოლმა მგზავრებს პირბადეები დაურიგა, ჩასვლისას კი უკან დააბრუნებინა
2020-05-29მარნეულში მძღოლმა მგზავრებს პირბადეები დაურიგა, ჩასვლისას კი უკან დააბრუნებინა

 

„ხშირად ვამბობთ, რომ ნიღაბი ფარსად გადაიქცა და ადამიანები ერთმანეთს უცვლიან, მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ ამას ძალიან გულისყურით მოვეკიდოთ, რადგან ინფექციის განვითარების მასშტაბი დამოკიდებულია იმაზე, რამდენი ვირუსი მოხვდება ჩემს ორგანიზმში.

 

ნიღაბს აქვს ძალიან დიდი შემაკავებელი ეფექტი, პირველ რიგში, ის სწორად უნდა გამოვიყენოთ.

 

ორ-სამ საათში ერთხელ უნდა გამოიცვალოს, შესაძლოა, ნაჭრის, კუსტარულ ნიღაბს რაღაც ვირუსის ნაწილი გაეპაროს, მაგრამ ვირუსის მცირე ნაწილს ორგანიზმის იმუნური სისტემა დროულად ამოიცნობს და არ მისცემს მძიმე დაავადების განვითარების საშუალებას“, – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმატვპირველის“ ეთერში.

 

 

მესამე სართულიდან გადავარდნილი ჰიპ-ჰოპ არტისტი „ცოდნა ფულიას“ გამარჯვებულია
2020-05-30მესამე სართულიდან გადავარდნილი ჰიპ-ჰოპ არტისტი „ცოდნა ფულიას“ გამარჯვებულია

 

 

საქართველოში კორონავირუსის 757 შემთხვევაა სულ დადასტურებული, აქედან 600 უკვე გამოჯანმრთელდა. 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენატარი - +

X