22:40 | 2020-04-14 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ვამაყობ, რომ კორონავირისის ვაქცინის შექმნაზე ქართველი მუშაობს – ამირან გამყრელიძე

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ვაქცინა შეიქმნება, ამაზე დღეს დაახლოებით 30-დან 40-მდე ძალიან ცნობილი ჯგუფი მუშაობს“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ფეისბუქ ლაივში“ განაცხადა.

 

გამყრელიძე ამბობს, რომ იგი ამაყია რადგან კორონავირისის ვაქცინის შექმნაზე ქართველი მეცნიერი კანადაში გიორგი ბაბუაძე მუშაობს.

 

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ვაქცინა შეიქმნება, ამაზე დღეს დაახლოებით 30-დან 40-მდე ძალიან ცნობილი ჯგუფი მუშაობს. ამაყი ვარ იმით, რომ ერთ-ერთ ჯგუფში მუშაობს ქართველი, რომელიც ჩვენთან დაავადებათა კონტროლის ცენტრში მუშაობდა რამდენიმე წელი, მეცნიერი გიორგი ბაბუაძე.

 

ის დღეს კანადაშია ძალიან ძლიერ ჯგუფში, რომლებიც მუშაობენ ახალი გენერაციის ვაქცინებზე და მათ შორის საინტერესო კვლევები აქვს კორონავირუსის ვაქცინის საწინააღმდეგოდ. ასევე დარწმუნებული ვარ, ვაქცინაზე ადრე შეიქმნება ეთიოტროპული პრეპარატები ახალი ან მიგნებული იქნება უკვე პრეპარატი, რომელსაც გამოვიყენებთ და ექნება ეთიოტროპული მოქმედება ვირუსზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 296 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 69 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.

 

გიორგი გახარიამ საგანგბო ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი 10 დღით ჩაიკეტა.

 

ასევე, გადაწყდა, რომ ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 10 მაისამდე გაგრძელდეს.

 

ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო რეჟიმი. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს კომენდანტის საათი.

 

დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.

 

აკრძალულია ერთ სივრცეში 3-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, გარდა აფთიაქებისა.

 

საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.

 

აკრძალვები შეეხო ეკლესიასაც. რის გამოც საქართველოს პატრიარქმა განაჩინა, რომ წირვა-ლოცვა ჩატარდეს ღია ცის ქვეშ.

 

ასევე, იკრძალება ავტომობილით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილება.

 

ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის გამოცხადების ფარგლებში, ქორწილებისა და ქელეხების გადახდა აიკრძალა

 

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში სპეცრეისებით ჩამოჰყავთ. ისინი 14-დღიანი საკარანტინო პერიოდს სპეციალურ სივრცეებში გადიან.

 

კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X