16:22 | 2021-04-13 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ამ ვარსკვლავური წყვილის დაშორებაზე თბილისში დიდი მითქმა-მოთქმა იყო, თუმცა ნამდვილი მიზეზი არავინ იცოდა – 11 წლის შემდეგ ცოლი ალაპარაკდა (Video)

ამ ვარსკვლავური წყვილის დაშორებაზე თბილისში დიდი მითქმა-მოთქმა იყო, თუმცა ნამდვილი მიზეზი არავინ იცოდა – 11 წლის შემდეგ ცოლი ალაპარაკდა (Video)

გადაცემაში „ფარული კონვერტი“ მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა კონვერტი გახსნა და 11 წლის შემდეგ ოჯახში ძალადობის შესახებ საჯაროდ პირველად ისაუბრა.

 

​ნინუცა მაყაშვილი მსახიობ ბესო ზანგურთან თანაცხოვრების შესახებ საუბრისას ცრემლებს ვერ იკავებს. იხსენებს, რომ ფეხმძიმე ოჯახის წევრების თანდასწრებით სასტიკად სცემა.

 

„ძალადობის ფაქტი ძალიან ხშირად ხდებოდა. მიზეზი შეიძლება ყოფილიყო თუნდაც ის, რომ ჭამის შემდეგ თეფში და ჩანგალი დროზე არ გამერეცხა. როდესაც შუქნიშანათან მანქანით ვიყავით გაჩერებულები და ვყოფილიყავი მოწყენილი, ამბობდა რომ ვიყავი უჟმური.

 

ოჯახის წევრების წინ ორსული მცემა!  - ნინუცა მაყაშვილი ბესო ზანგურთან კონფლიქტზე საჯაროდ საუბრობს (ვიდეო)
2021-04-13ოჯახის წევრების წინ ორსული მცემა!  - ნინუცა მაყაშვილი ბესო ზანგურთან კონფლიქტზე საჯაროდ საუბრობს (ვიდეო)

 

მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო ქუჩაში დანახული ბიჭი. მერე მივხვდი, რომ ძალიან ბევრი კომპლექსი აქვს და ამის კონპესირებას ცდილობდა ჩემთან. ძალიან მარტივია სუსტი დაჩაგრო და ხელი დაატყდა მას, ვინც ხელს არ შემოგიბრუნებს.

 

ვპატიობდი, რადგან ძალიან მეშინოდა. იყო მუქარები, რომ ჩემი ოჯახის წევრებს დაუშავებდაქ და მათ ვერაფერს ვუყვებოდი. ყველა ელოდებოდა რომ ვიტყოდი მიშველეთ-თქო, მაგრამ ვერ ვამბობდი. საბოლოოდ, ვთქვი.

 

ბოლო წვეთი – გასტროლებზე იყო წასული და რომ ჩამოვიდა, ღამის 4 საათზე ბავშვთან ერთად ბებიაჩემთან ვიყავი ჩასული. მომაკითხა, მიუხედავად იმისა, რომ იქ დარჩენა ვთხოვე. ბავშვი გავაღვიძე და სახლში წავედით. რომ დაიწყო ღამის 4 საათზე, დილის 8 საათამდე არ გაჩერდა.

 

ერთადერთი, რის თქმაც მაშინ შემეძლო ჩემი შვილის სახელი იყო, რომელიც გვერდით ოთახში ღნაოდა, ვიცოდი, რომ ბავშვი იქიდან უნდა წამეყვანა. ზუსტად 10-15 წუთი მქონდა დრო, რომ ჩემი შვილი იქიდან წამომეყვანა. 6 ჩანთა ბავშვიანად მოვიკიდე და მე-10 სართულიდან ფეხით ჩამოვედი, ტელეფონი არ მქონდა, მეზობლის დახმარებით ტაქსი გამოვიძახე. სადარბაზოდან გასვლის მომენტი ძალიან ცუდად მახსოვს, შეიძლებოდა გზაში შემფეთებოდა. მძღოლს ვთხოვე კარი გაეღო და მანქანაში შევწექი. სახლში რომ მივედი, რეკვა დაიწყო, ამაკანკალა. მოვიდა კიდეც, მაგრამ მაშინ დედაჩემი მედგა გვერდით. ახლა უკვე ჩემი თავის იმედი მაქვს“, – იხსენებს მაყაშვილი.

 

როგორც ნინუცა მაყაშვილი ამბობს, მამა შვილს თითქმის, არ ნახულობს.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X