10:19 | 2021-09-13 ავტორი: Prime Time

პატრიარქმა მოსახლეობა გააფრთხილა!

პატრიარქმა მოსახლეობა გააფრთხილა!

ყველანი ვლაპარაკობთ მშვიდობაზე, მოთმინებაზე, ურთიერთპატივისცემაზე, სიკეთესა და მოწყალებაზე, მაგრამ საკმარისია ვინმე შეგვეხოს, ყოველივე ეს გვავიწყდება და მას, ვინც ნებსით თუ უნებლიედ გვაწყენინა, მზად ვართ ორჯერ მეტად ვარკინოთ, შეურაცხვყოთ – ამბობს „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში გორისა და ატენის მიტროპოლიტი, მეუფე ანდრია გვაზავა და იქვე იხსენებს პატრიარქის გაფრთხილებას მოსახლეობისადმი.

 

„90-იანი წლების დაპირისპირების შედეგბს დღემდე ვიმკით. მას შემდეგ 30 წელი გავიდა, მაგრამ იმ საშინელი პერიოდის კვალი ჯერაც არ გამქრალა.

 

ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ, რამდენი რამ დავკარგეთ მაშინ, რამდენი წლით დავიხიეთ უკან. იქნებ დროა, გავიზარდოთ ყველა სფეროში, ყველა წრეში და მშვიდად საუბარი ვისწავლოთ, პოლიტიკა იქნება, რელიგია თუ სხვა სფერო.

 

ზოგიერთი ბეცი დღემდე აყვედრის პატრიარქს მაშინ ნათქვამს ↓

 

თუ ქართველი ქართველს დაუპირისპირდა, ეს ჩვენთვის სამუდამო სასჯელი იქნებაო.

 

ახლა ვხვდები, რა სწორად უთქვამს. არადა, იმ დროს თავადაც მეხამუშა ეს სიტყვები. ვფიქრობდი, ქართველის გარდა, სხვამ თუ დაუშავა, ამის უფლება აქვს-მეთქი…

 

მერე მივხვდი, ვიღაცის ფიზიკურ მოკვდინებაზე კი არ იყო საუბარი, მან ამ სიტყვებით მოსახლეობა გააფრთხილა, ყველაზე დიდი ზიანის მოტანა შიდა დაპირისპირებას შეუძლიაო და თავის სიტყვებში ქართველსაც გულისხმობდა, აფხაზსაც და ოსსაც“, – ამბობს მეუფე ანდრია.

 

ასევე ნახეთ: ილია მეორეს ინტერვიუ ტვ იმედთან, რომელშიც 9 აპრილის მოვლენებს იხსენებს

 

 

ასევე წაიკითხეთ სხვა სიახლეები და სტატიები ⇓

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X