00:51 | 2020-07-31 ავტორი: თამთა თორდია

ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მე გავხდები – ვაშაძე

ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მე გავხდები – ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდება.

 

„კლოუნებს არ ვპასუხობ“ – გიორგი ვაშაძე ოპონენტების კრიტიკაზე
2020-07-30„კლოუნებს არ ვპასუხობ“ – გიორგი ვაშაძე ოპონენტების კრიტიკაზე

 

„ის, რაც დღეს ვთქვი, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, მე გავხდები ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.

 

პირდაპირ ვამბობ, იმიტომ, რომ ჩემი მთავარი მიზანია, არც ერთი მშიერი ბავშვი არ იყოს ქვეყანაში და არავის არ უწევდეს ნაგავსაყრელზე საჭმლის პოვნა და ამისთვის გავაკეთეთ ჩვენ “სტრატეგია აღმაშენებელი”, ამისთვის გავწერეთ უამრავი გეგმა და სტრატეგია”, – განაცხადა ვაშაძემ.

 

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებელმა” დღეს საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო.

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X