fbpx
16:46 | 2020-06-14 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ამ ქალის უმძიმეს ცხოვრებაზე ფილმს იღებენ, ის ყველაზე გაჭირვებულებს შორის აარჩიეს

ამ ქალის უმძიმეს ცხოვრებაზე ფილმს იღებენ, ის ყველაზე გაჭირვებულებს შორის აარჩიეს

„პრაიმატიმი” ხშირად წერს მძიმე ყოფაში მცხოვრებ ადამიანებზე. თუმცა, ახალგაზრდა ქალის უმძიმესი ისტორია მართლაც სულისშემძვრელია.

 

ობლობა, ბავშვთა სახლი, წართმეული სახლი და ბავშვობა, უიღბლო ქორწინება, ჯანმრთელობის პრობლემები და უმძიმესი ყოფა – ეს მცირე ჩამონათვალია, რომელიც ჟანა ვახტანგიშვილის ცხოვრებას ლაიტმოტივად გასდევს.

 

მისი ერთადერთი ნათელი წერტილი და ცხოვრების მიზანი 11 წლის გოგონაა, რომლის გამოც, უნდა რომ იცოცხლოს, იარსებოს და ზღაპრის დასასრულივით, მერე მაინც იყოს ბედნიერი…

 

„უკიდურეს მდგომარეობაში ვარ. 27 წლის ქალი გახლავართ და 11 წლის ელენეს ვზრდი. მთელი ცხოვრება ძალადობრივ გარემოში ვარ.

 

ბავშვთა სახლში გავიზარდე. ეს ერთი გოგონა მყავს და ესეც იმისთვის გავაჩინე, რომ ჩემს ცხოვრებას აზრი ჰქონოდა…

 

საზოგადოება გამკიცხავს, თუ ასე უჭირდა, ბავშვს რაღას აჩენდაო, იტყვიან. მათ მინდა ვუთხრა, რომ სოფელში სახლი და პატარა ნაკვეთი მეგულებოდა.

 

ვიფიქრე, დედა გავხდები. მარტოს არ მომიწევს ცხოვრების გატარება, დედობას შევძლებ და ერთ ბავშვს როგორმე გავზრდი-მეთქი.

 

შრომა არ მეზარება, არც მეთაკილება, მაგრამ უიღბლო ვარსკვლავზე რომ დაიბადები, კარგის მოლოდინი აღარ უნდა გქონდეს…

 

უსახლკარო 35 წლის ქართველს ნიდერლანდების სახლში 12,5 მილიონი უპოვეს
2020-06-09უსახლკარო 35 წლის ქართველს ნიდერლანდების სახლში 12,5 მილიონი უპოვეს

 

ბედმა ბავშვობიდანვე მწარე რეალობა მარგუნა. ჯერ მშობლები დამეხოცნენ, მერე ბებია 7 წლამდე მზრდიდა. ისიც რომ დავკარგე, ბავშვთა სახლში აღმოვჩნდი.

 

ჩემზე ზრუნვა არც ბიძებმა ისურვეს და არც სხვა ნათესავებმა. ცალკე საშინელებათა ფილმის სცენარი დაიწერება იმაზე, რაც ბავშვთა სახლში გადავიტანე – შიმშილი, ცემა, შეურაცხყოფა…

 

როცა წამოვიზარდე ქუჩაში აღმოვჩნდი. გავიცანი კაცი, რომლისგანაც შვილი გავაჩინე. ხურვალეთში ბებია-პაპის სახლში ცხოვრება გვინდოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მეზობელმა წაგვართვა.

 

ვითომ ბებიამ ეს სახლი მას მიჰყიდა, ასე არ მოქცეულა საწყალი. ჩემთვის უნდოდა, მაგრამ სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში მოატყუეს და საბუთზე ხელი მოაწერინეს.

 

ქმარს ეპილეფსია და ღვიძლის მძიმე დაავადება აქვს. ჩემი გოგონა ძალიან ნერვიულობდა, როცა მამას ცუდად ყოფნას ხედავდა.

 

შემეშინდა, ბავშვს სტრესის გამო, არაფერი დაემართოს-მეთქი და ქმარს ვთხოვე გაგებით მოკიდებოდა ამ მდგომარეობას და მეგობართან გადასულიყო საცხოვრებლად. ისიც დამთანხმდა.

 

როცა ჩემი ქმარი თავს უკეთ გრძნობს, ბავშვი მაშინ მიმყავს. რა თქმა უნდა, ის ვერ მუშაობს. სოციალური დახმარება გვაქვს 200 ლარის ოდენობით, რომელსაც ერთი ოთახის ქირაში ვიხდი.

 

ჩემს გოგონას კეთილი ადამიანების მიერ მოცემული გამონაცვალი ტანსაცმელი აცვია. საჭმლის ფულს მოწყალების თხოვნითა და ჯართის შეგროვებით ვშოულობდი.

 

ბავშვი სკოლიდან ატირებული ბრუნდება – კლასელებს უთქვამთ მათხოვრის შვილი ხარო. პანდემიის გამო კი, ჯართსაც ვეღარ ვაგროვებ.

 

ბედმა მხოლოდ ობლობა, ბავშვთა სახლში ცხოვრება, ბებიისა და სახლის დაკარგვა არ მარგუნა. მეც ჩიყვი, გულის დაავადება და მხედველობის მკვეთრი დაქვეითება აღმომაჩნდა.

 

უამრავი მედიკამენტი დამინიშნეს, მაგრამ როგორ ვიყიდი, როცა დღეს, ჩემს გოგონას მაწონი და ერთი ფუნთუშა სანატრელი აქვს.

 

ბოლო ოთხი ღამე ქუჩაში გავათენეთ, რადგან ბინის მეპატრონის დავალიანება გვქონდა. იმდენად გვიჭირს, რომ ჩემს უმძიმეს თავგადასავალზე ფილმს აგვისტოში იღებენ.

 

წარმოიდგინეთ, ამ ქვეყანაში რამდენი გაჭირვებულია, რამდენი უსახლკარო, რამდენი ღატაკი და ჩემი ისტორია, მათ შორის, მაინც ყველაზე მძიმეა.

 

მჯერა, რომ სანამ ჩემი გოგო გაიზრდება, მე შევძლებ ბავშვთა სახლი გავხსნა, სადაც ყველას სიყვარულით და მზრუნველობით გავზრდი.

 

ბავშვი საუკეთესო მოსწავლეა. ამბობს, ცოტაც გაუძელი და ყველა ოცნებას აგისრულებო. იმისთვის, რომ ამას მოვესწრო და თავად ჩემი გოგონა არ აღმოჩნდეს ბავშვთა სახლში, უნდა ვიცოცხლო.

 

იმისთვის, რომ ვიცოცხლო საჭმელი და წამლები მჭირდება. ხუთი დასახელების წამალი გამომიწერეს და ერთიც არ მაქვს.

 

გულზე კარდიოგრამა მაქვს გასაკეთებელი და ამის საშუალებაც კი არ მაქვს, ან რა აზრი აქვს?

 

ექიმთან მისულს გრძელი დანიშნულების ფურცლით გამოსული, ცარიელი ჯიბით, მედიკამენტს რომ ვერ ვიყიდი?!

 

მხოლოდ კეთილი ადამიანების იმედი მაქვს, მხოლოდ მათი თანადგომა გადამარჩენს. იქნებ ვინმეს წამლები ედოს, რომლებიც აღარ სჭირდება. ჩემთვის კი გადარჩენის ერთადერთი გზაა.

 

გამაზრდევინეთ ეს ბავშვი, ეს კრიზისი გადამატანინებთ ადამიანებო!

 

როგორც კი, პანდემია დასრულდება და სამუშაო ადგილები გაჩნდება, გპირდებით რომ ნებისმიერ ადგილას დავსაქმდები და თავად ვიზრუნებ ჩემს გოგონასა და საკუთარ თავზე.

 

ვინც ამ სტატიას კითხულობთ, სწორედ თქვენ, თქვენ მეიმედებით!” – ამბობს ჟანა ვახტანგიშვილი.

 

გოგონა, რომელიც 16 წლისა გააუპატიურეს და ორსულად დარჩა, მოგვიანებით 100-ზე მეტი ბავშვის აღმზრდელი გახდა
2020-06-01გოგონა, რომელიც 16 წლისა გააუპატიურეს და ორსულად დარჩა, მოგვიანებით 100-ზე მეტი ბავშვის აღმზრდელი გახდა

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X