18:47 | 2021-08-25 ავტორი: Prime Time

ამ პროცესში მთლიანად ვარ ჩართული! – რას ფიქრობს სააკაშვილი არჩევნების გადადებაზე

ამ პროცესში მთლიანად ვარ ჩართული! – რას ფიქრობს სააკაშვილი არჩევნების გადადებაზე

საერთოდ, არც უნდა განვიხილოთ 2 ოქტომბრის რეფერენდუმის სადმე გადადება, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისივე თქმით, გადადება კი არა, პირიქით, დაჩქარებაა საჭირო.

 

„გადადება კი არა, დაჩქარებაა საჭირო და პირიქით, აქეთ გადმოდება – ჩვენ გვჭირდება ახლა მობილიზაცია, მოქმედება და გამარჯვება ჩვენი იქნება ყველა შემთხვევაში, ოღონდ რა თქმა უნდა, მთელი ძალების მობილიზაციის პირობებში.

 

მე ამ პროცესში ვარ ჩართული ბოლომდე და მე, მიხეილ სააკაშვილი კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ყველანაირი გადადების, ამ რეფერენდუმის,“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.

 

შეგახსენებთ, სახალხო დამცველი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გადადებას ითხოვს. ნინო ლომჯარია საფუძვლად ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას ასახელებს.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X