12:34 | 2021-09-16 ავტორი: Prime Time

ამ პრეპარატმა, შესაძლოა, კოვიდ პაციენტებში ვირუსის ხანგძლივობა საგრძნობლად შეამციროს

ამ პრეპარატმა, შესაძლოა, კოვიდ პაციენტებში ვირუსის ხანგძლივობა საგრძნობლად შეამციროს

ისრაელში აცხადებენ, რომ პრეპარატს (Codivir), რომელსაც ქვეყანა წარსულში აივ-ინფექციის სამკურნალოდ იყენებდნენ, ძლიერი ანტივირუსული ეფექტი აქვს და, შესაძლოა, კოვიდ პაციენტებში ვირუსის ხანგძლივობა საგრძნობლად შეამციროს.

 

ინფორმაციას ამის შესახებ The Jerusalem Post-ი ავრცელებს.

 

ფარმაცევტული კომპანიის, Code Pharma-ს მეცნიერები აცხადებენ, რომ მედიკამენტმა კლინიკური კვლევების პირველი ეტაპი წარმატებით დაასრულა. კომპანიამ კლინიკური კვლევების მეორე ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით Helsinki Committee-ს უკვე მიმართა.

 

კვლევის მეორე ეტაპი, სავარაუდოდ, მომავალი თვიდან დაიწყება და მასში მონაწილეობას 150-მდე პაციენტი მიიღებს. The Jerusalem Post-ის ცნობით, მეორე ფაზის კლინიკური კვლევების ჩატარება  ესპანეთში, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკაში იგეგმება.

 

კომპანიის მიზანია კვლევები 3-6 თვის შუალედში დაასრულოს, შემდეგ კი შესაბამის ორგანოებს გადაუდებელი ავტორიზაციის მისაღებად მიმართოს.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!