12:59 | 2021-06-01 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ამ ორი ნიშნისთვის იღბლიანი დღეა – მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება

ამ ორი ნიშნისთვის იღბლიანი დღეა – მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი პირველი ივნისის ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

 


მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 10:15-დან 13:10 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

 

ნუ ენდობით წინათგრძნობას, გულდასმით გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია.

 

არ დაიწყოთ ახალი საქმე, თუ არ ხართ დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში. მოერიდეთ ფარულად მოქმედებას, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გაცხადდება და კონფლიქტის მიზეზი გახდება.

 

 

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა თვითშემეცნებისა და საკუთარი სურვილების გასარკვევად, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და ოფიციალური დოკუმენტების მოსაწესრიგებლად, საქველმოქმედო და საზოგადოებრივი ღონისძიებების მოსაწყობად. ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის შეძენა.

 

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით. მოერიდეთ ალკოჰოლის და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ და ლიმფურ სისტემას, თვალებს და ფეხის კუნთებს.

 

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ცისფერი, იისფერი, ვეცხლისფერი და ნეონის ფერები, ასევე მარგალიტი, ალექსანდრიტი, საფირონი, აკვამარინი და ამეთვისტო გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

 

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისა და თხის რქისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ტყუპებს და მშვილდოსანს.

 

რას წინასწარმეტყველებენ ვარსკვლავები თითოეული ნიშნისთვის:

 

 

ვერძი

კარგი დროა ახალი კავშირების დასამყარებლად. მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას. არ იზარმაცოთ. მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანს, რათა გაძლიერდეს შინაგანი დაცულობის შეგრძნება და სულიერი სიმშვიდე.

 

კურო

კარიერულ ზრდაში ინტუიცია დაგეხმარებათ. მომატებული შემოსავლების მეშვეობით შეძლებთ როგორც პირად, ისე საოჯახო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. საყვარელ ადამიანთან ერთად მოგზაურობა საუკეთესო მოგონებებს დაგიტოვებთ.

 

 

ტყუპები

გარკვეული გარემოებების გამო შეიცვლება როგორც თქვენი ყოველდღიური ცხოვრება, ასევე სამომავლო მიზნებიც. მოგზაურობისას კი გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს, რომლებთანაც მომავალში მომგებიანად ითანამშრომლებთ.

 

კირჩხიბი

თუ გონივრულად იმოქმედებთ, ფინანსური ოპერაციები სარგებლობას მოგიტანთ. საცხოვრებელი ადგილის, თუნდაც სახლში ავეჯის შეცვლა სიმშვიდეს მოგიტანთ. მოგზაურობისას წინასწარ გათვალეთ ყველა ნაბიჯი. უეცარი რომანები კი, ასევე, უეცრად დასრულდება.

 

ლომი

პროფესიული საქმეები წინასწარ დაგეგმვასა და მომზადებას საჭიროებს. მოგზაურობა ბევრ დადებით ემოციას გამოიწვევს. წვრილმანმა უთანხმოებამ კი შესაძლოა, პრობლემები შეუქმნას თქვენს სასიყვარულო ან საქორწინო კავშირს.

 

ქალწული

გეგმაზომიერად შეასრულეთ ყველა საქმე და დაუკვირდით წვრილმანებს. ნუ გადაიტვირთებით ფიზიკურად და ხშირად დაისვენეთ. მშვიდი ოჯახური გარემო და სასიყვარულო სფეროში ჰარმონია თქვენს თავდაჯერებულობას გაზრდის.

 

სასწორი

ენერგიულად მოქმედების პერიოდია. ეცადეთ, მინიმუმამდე შეამციროთ გაუთვალისწინებებლი ხარჯები. ფინანსურ ან ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებით შესაძლოა, საბუთებთან მუშაობა მოგიხდეთ. სიფრთხილე და ყურადღება თავიდან აგაცილებთ ტრავმებსა და ავადმყოფობას.

 

 

ღრიანკალი

დიდი შანსია, მიიღოთ ახალი შემოთავაზებები. წინასწარი გათვლების გარეშე ნუ გარისკავთ. თქვენი სამომავლო გეგმები ოჯახსა და საყვარელ ადამიანს დაუკავშირდება. გადადეთ შორეული მოგზაურობები და დასვენებისათვის ქალაქგარეთ, ბუნებაში გადით.

 

მშვილდოსანი

იმოქმედეთ დამოუკიდებლად. დაიცავით წესები და კანონები. მატერიალური პრობლემები იკლებს. მეგობრულ და სასიყვარულო ურთიერთობებში, გააზრებულად და პრაქტიკულად იმოქმედეთ, თუმცა სერიოზული ურთიერთობის დაწყებას ჯერ არ გირჩევთ.

 

თხის რქა

გამოიყენეთ მიმდინარე მოვლენები სოციალური სტატუსისა და საზოგადოებაში ავტორიტეტის ასამაღლებლად. როგორც სასიყვარულო, ასევე ახალი მეგობრული კავშირები მალე დასრულდება. მოგზაურობისას სიფრთხილეა საჭირო.

 

მერწყული

ადვილად დაამყარებთ საჭირო კავშირებს, რისი მეშვეობითაც თქვენი ცხოვრება უფრო საინტერესო გახდება. ფინანსური წარმატება თქვენს შრომისუნარიანობაზე იქნება დამოკიდებული. მეტად ჰარმონიული გახდება სასიყვარულო კავშირიც.

 

თევზები

საქმიან სფეროში ნებისმიერი წამოწყება კეთილდღეობას გპირდებათ. მოერიდეთ კონფლიქტებს. სასიყვარულო სფეროში შესაძლოა, გარკვეულ დათმობებზე მოგიწიოთ წასვლა. ეცადეთ, ყველა დეტალი წინასწარ განსაზღვროთ.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე


X

error: Content is protected !!