
„მინდა ჩემი ძალიან დიდი მწუხარება გამოხატო, იმ ფაქტთან დაკავშირებით რაც მოხდა. ეს ძალიან სამწუხარო შემთხვევაა, ამ ოჯახთან ჩემი ურთიერთობები მაქვს და ვიზიარებ მათ ღრმა მწუხარებას, ამ მძიმე ტრაგედიის ჟამს“- ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ განაცხადა და კორონავირუსით გარდაცვლილ 19 წლის თეკლა თორდიას ოჯახს მიუსამძიმრა.
შეგახსნებთ, რომ 19 წლის თეკლა თორდია, 30 ნოემბერს კორონავირუსით გარდაიცვალა.