00:50 | 2021-07-28 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ამ მონაკვეთზე ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო მოძრაობა აკრძალულია – რა ინფორმაციას ავრცელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ამ მონაკვეთზე ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო მოძრაობა აკრძალულია – რა ინფორმაციას ავრცელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

“ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია” – ამ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

 


“ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 58-ე კილომეტრზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.” – წერია განცხადებაში.

 

ჯერჯერობით უცნობია, როდის აღდგება ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

 

ეს საინტერესოა: 8 კვირა ეძლევა ყველა მედპერსონალს, რომ აცრის პროცესი დაასრულოს, აუცრელები დათხოვნილი იქნებიან სისტემიდან – ზურაბ გურული

 

 

დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური


X

error: Content is protected !!