13:28 | 2020-03-24 ავტორი: Prime Time

ამ მეცნიერმა ჩინეთში Covid19-ის შედეგები ზუსტად იწინასწარმეტყველა – რას ამბობს ახლა?

ამ მეცნიერმა ჩინეთში Covid19-ის შედეგები ზუსტად იწინასწარმეტყველა – რას ამბობს ახლა?

ნობელის პრემიის ლაურეატი, ბიოფიზიკოსი მაიკლ ლევიტი ამბობს, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის მიუხედავად, პანიკის საფუძველი არ არსებობს.

 

მეცნიერი, რომელმაც ჯერ კიდევ იანვარში ზუსტად გამოთვალა ჩინეთში Covid19-ის მოსალოდნელი შედეგები, ირწმუნება, რომ შთამბეჭდავი ციფრების მიუხედავად, ვირუსის გავრცელება მთელს მსოფლიოში მალე შენელდება.

 

ლევიტი ამჟამად ჩინეთის მსგავს შედეგებს პროგნოზირებს აშშ-სა და დანარჩენ მსოფლიოში, თუმცა ამბობს, რომ „საშინელი სცენარი“ რეალურ მონაცემებს არ ემყარება.

 

ჯერ კიდევ იანვრის მესამე კვირას ლევიტმა China Daily News- ს განუცხადა, რომ ვირუსის ზრდის ტემპმა ჩინეთში უკვე პიკს მიაღწია. მან იწინასწარმეტყველა, რომ ამ ქვეყანაში დადასტურებული COVID-19 შემთხვევების საერთო რაოდენობა დასრულდება დაახლოებით 80 000-მდე ინფიცირებულით, ხოლო საერთო ჯამში 3 250 ადამიანი გარდაიცვლება.

 

 

ეს პროგნოზი საოცრად ზუსტი აღმოჩნდა: 16 მარტის მდგომარეობით, ჩინეთმა აღირიცხა სულ 80 298 ინფიცირებული, რომელთაგან დაიღუპა 3 245.

 

ახლა ლევიტმა გაანალიზა მსოფლიოს 78 ქვეყნის მონაცემები. მისი პროგნოზით, ვითარება მალე დასტაბილურდება ისეთ ქვეყნებშიც კი, რომლებიც იზოლაციის ისეთ მკაცრ ზომებს არ მიმართავენ, როგორიც ჩინეთმა გამოიყენა.

 

მისი კვლევა ეფუძნება არა ქვეყნების მასშტაბებს და მოსახლეობის რაოდენობას, არამედ ვირუსის გავრცელების დინამიკას და მონაცემების ცვალებადობას ერთი დღის ინტერვალში.

 

ბიოფიზიკოსი მედიას ადანაშაულებს ზედმეტი პანიკის გამომწვევში, ვინაიდან მისი თქმით, გაცილებით შთამბეჭდავია სეზონური გრიპის მაჩვენებელი, რომლითაც მხოლოდ გასულ სეზონაზე 36 მილიონი ამერიკელი დაინფიცირდა, 22 ათასზე მეტი კი გარდაიცვალა.

 

„რაც ჩვენ გვჭირდება, ეს არის პანიკის კონტროლი… სხვა მხრივ, კარგად ვიქნებით“, – ამბობს მეცნიერი.

 

ლევიტი შიშობს, რომ კორონავირუსის გამო გამკაცრებული ზომები, დიდ დარტყმას მიაყენებს ეკონომიკას, რაც აისახება ადამიანების ჯანმრთელობაზეც.

 

სამეცნიერო წრეებში მაიკლ ლევიტს იცნობენ, როგორც ბრიტანელი, ებრაელი და ამერიკელ ბიოფიზიკოსი. 2013 წელს ის გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიის დარგში მარტინ კარპლუსთან და არე ვერშელთან ერთად „ქიმიური სისტემის კომპიუტერული მოდელირებისათვის“. ლევეტი არის აშშ-ის ეროვნული აკადემიის წევრი და სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი 1987 წლიდან.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

X