18:55 | 2021-03-03 ავტორი: თამარ გონგაძე

“ამ ლექსმა ბევრი ჩვილი გადაარჩინა” – მამა თავმას ჩოხელის ლექსი, რომლის წაკითხვის შემდეგ დედები აბორტს აღარ იკეთებენ

“ამ ლექსმა ბევრი ჩვილი გადაარჩინა” – მამა თავმას ჩოხელის ლექსი, რომლის წაკითხვის შემდეგ დედები აბორტს აღარ იკეთებენ

დეკანოზი თავმას ჩოხელი ჯვრის მამის ტაძრის მღვდელმსახურია. მამა თავმასი იავნანებით არის ცნობილი.

 

ორი კრებული გამოსცა. მისი 73 ლექსიდან 62 ამღერდა, უმეტესობა დათო არჩვაძის მიერ.

 

პირველი ლექსი “გუდამაყრული” 42 წლისამ პატრიარქის კურთხევით დაწერა. ჯერ კიდევ 11 ლექსის ავტორს უწმინდესმა ამბიონიდან “ჩვენი პოეტი” უწოდა და გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა, მისი ამღერებული ლექსების მოსმენის შემდეგ კი უთქვამს: “როგორ ვაჟა ფშაველასავით პირმარილიანი ყოფილა მამა თავმასი!”

 

“იავნანების” ციკლს კი მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მეორე კრებული, 23 დეკემბერს, საკუთარ დაბადების დღეზე გამოუშვა. მასში შესულია შვიდი იავნანა და ლექსი “ნუ მომკლავ, დედა”.

 

სასულიერო პირის დაწერილ იავნანებს თავისი ადრესატები ჰყავს: შვილები, მეუღლე, დედაღვთისმშობელი…

 

თავად კი ყველაზე მეტად მაინც “მამის იავნანა” უყვარს და ეძვირფასება. იავნანას ასეთი მიძღვნა აქვს – “ვუძღვნი ჩემს შვილს, ჩემს უკურნებელ ტკივილს, ვაჟა ჩოხელს, რომელიც უფლისგან შექმნილ სამყაროს ვერ ხედავს.”

 

დეკანოზი თავმას ჩოხელი: – “მამის იავნანა” ჩემი პირველი იავნანაა და ის ჩემმა ტკივილმა დამაწერინა. ჩემი შვილი, ვაჟა ხვალ 16 წლის ხდება.

 

დეკანოზ თავმას ჩოხელის “იავნანები” მოზაიკაში გადასახლდებიან | sarkenews.ge

 

მეორე იავნანა “დედის იავნანაა”, რომელიც უფროს ქალიშვილს მიუძღვნა. მარიამ ჩოხელი თავადაც წერს ლექსებს, მღერის, გიტარაზე უკრავს. მომავალ შვილიშვილებს წინასწარ მიუძღვნა “პაპის იავნანა”, იმ პაპაშვილური სიყვარულით დაწერილი, რომელიც ჯერ არ განმიცდიაო, ამბობს.

 

დეკანოზს აქვს “მწუხარე იავნანა”, რომელიც გარდაცვლილ ვაჟს გიორგი ჩოხელს და ყველა შვილგარდაცვლილ დედას უძღვნა, სანუგეშოდ…

 

დეკანოზი თავმას ჩოხელი: – “მწუხარე იავნანა” პატრიარქის კურთხევით დაიწერა. დედა უგალობს შვილს. ღვთის წყალობით გამომივიდა.

 

მას მოჰყვა “იავნანა ფეხმძიმეთათვის”, რომელიც ჩემს მეუღლეს, კარგ დედას, დალი (ქეთევან) ზურაბიშვილს მივუძღვენი მაშინ, როდესაც ჩვენს მეოთხე შვილს, “მამას მზიან ღამეს” – გაბრიელს ელოდებოდა. 48 წლის ასაკში მეოთხედ გავხდი მამა. იმავე პერიოდში ელოდებოდა შვილს დათო არჩვაძეც. და მან აამღერა ეს იავნანა. ასე გავახარეთ ჩვენი ფეხმძიმე მეუღლეები.

 

სულ მინდოდა დამეწერა ღვთისმშობლის იავნანა. დავწერე და მასზე ორი საგალობელი შეიქმნა, ერთი დათო არჩვაძის, მეორე კი – მღდელ-მონაზონმა მათე ბუაჩიძის მიერ.

 

ფოტოს აღწერა მიუწვდომელია

 

მიყვარს ყვავილი ია და მასაც მივუძღვენი იავნანა. მას ვუძღვნი იმ მშვენიერ ქალბატონებს, ვინც იებით შეამკობს ჩემს წილ სამზეოს და სამაროვანს… იას ჩემი ლექსების 80 პროცენტში შეხვდებით…

 

მთაში ზვავიან, მრისხანებაგამოვლილ ადგილას ამოდის იები. ჩემი აზრით, სურნელოვანი იები მიწას ზვავისგან მიყენებულ ჭრილობებს უშუშებს. იების სურნელი რომ შეისუნთქო, მიწაზე უნდა დაწვე და სახე ჩარგო იებში.

 

რაც შეეხება ლექსს – “ნუ მომკლავ, დედა”, აბორტის საწინააღმდეგო პროპაგანდაა, რომელსაც სინანულით ვუძღვნი აბორტით მოწყვეტილ გულმოკლულ ჩვილებს და უგულო დედებს.

 

პოსტერი დამზადდა, რომელზეც უფალი დასტირის აბორტით მოკლულ მუცლადმყოფ ჩვილს, მასზე ჩემი ლექსია დაბეჭდილი. ეს პოსტერი დაამზადა და ათასი ეგზემპლარი დამიბეჭდა ბესო ჭყოიძემ. ის სამშობიარო სახლების 80 პროცენტს მაინც გავუგზავნეთ.

 

იმედის კლინიკაში აბორტისთვის მისულ ორსულ ქალბატონებს ექიმი იმერლიშვილი ამ პოსტერისკენ გზავნის, სანამ გაიკეთებ, ეს ლექსი წაიკითხეო. ოთახში ცრემლიანი თვალებით და შეცვლილი აზრით ბრუნდებიან დედები. ამ ლექსმა ბევრი ბავშვი გადაარჩინა…

 

“ნუ მომკლავ, დედა, მინდა, ვიცოცხლო და ქართველობის ვწიო ჭაპანი,

გპირდები, ჩემით იამაყებენ ჩემთვის უცნობი მამა–პაპანი.

ნუ მომისწრაფებ სიცოცხლეს, დედა, უტყვი ვედრებით მე ამას ვითხოვ,

მინდა, გიყვარდე, შევიგრძნო მინდა, შენი ალერსი და შენი სითბო.

იებს დაგიკრეფ აპრილის თვეში, სიფრიფანა და ლურჯთვალა იებს,

მინდა, ვიცოცხლო, შენ კი ილოცე, ნუ მაქცევ მიწად, ნუ გამაციებ.

თუ ნანობ, მინდა, რომ გაგიქარვო, სულის ტკივილი, გულის დარდები,

უფალს ვთხოვ, დედა, შეგინდოს ცოდვა უმანკო ჩვილის არდაბადების.

მე გაზაფხულზე სიმღერად მოვალ, შენი ცხოვრების ტკივილებს წავშლი,

იმ ქვეყნიდანაც დაგეხმარები, ღვთით მოვლენილი, უმანკო ბავშვი.”

 

– მამის იავნანა იშვიათია.

 

– მთის ხალხს დინების საწინააღმდეგოდ ცურვა გვიყვარს. იავნანას მხოლოდ დედები არ ასრულებენ, მამებიც მღერიან.

 

– დღეს დედის დღეა. დედას როგორ მოიგონებთ?

 

– ვფიქრობ ყოველი დღე დედის დღეა, მაგრამ მაინც… ჩემთვის ყველაზე ლამაზი, ყველაზე თბილი და კეთილი ქალბატონი, დედაა… რომელსაც ამქვეყნად ყველაზე, ყველაზე მეტად ვუყვარდი. ის არასოდეს მტკენდა გულს, მისნაირი სითბოთი აღარავის წარმოუთქვამს ჩემი სახელი… ყველაფერს მპატიობდა, არასოდეს მიბრაზდებოდა და არაფერს ელოდებოდა ჩემგან, ვუყვარდი, ძალიან ვუყვარდი, ის სიყვარული მენატრება და… მისი ხელების სითბო. ლექსი “დედის მონატრება” მისმა ამ ქვეყნიდან წასვლამ, იმ დიდმა სიყვარულმა და უსაშველო მონატრებამ დამაწერინა, ჩემთვის და… თქვენთვის დავწერე.

 

May be an image of 5 ადამიანი

 

მიყვარხარ დედა და… მენატრები, ძალიან მენატრები. მე ლამაზი დედა მყავდა, დედაჩემს იები უყვარდა, მეც მიყვარს იები, მთის იები, თქვენც მიყვარხართ!

 

ავტორი: თამარ გონგაძე


X