21:24 | 2020-03-17 ავტორი: სალომე ნეფარიძე

მიმდინარე, ან მომავალ კვირაში გვექნება შემთხვევები, სადაც ვეღარ გავალთ ინფექციის პირველწყაროზე – ამირან გამყრელიძე

„ამ კვირაში ან მომავალ კვირაში გვექნება შემთხვევები, სადაც უკვე დიდი ალბათობით, ვთქვათ ვეღარ გავალთ პირველწყაროზე ინფექციის შემოტანისა ან ადგილობრივი დაინფიცირებისა“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

მისივე თქმით, მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა, იმ ერთი პაციენტის კონტაქტების, რომლის წყარო ცნობილი არ არის.

 

„ქალბატონი მარინას განცახდებაში პატარა კორეტურას შევიტანდი, ჩვენ ამ შემთხვევის შესახებ ძალიან ღრმა ეპიდკვლევას ვაწარმოებთ დაახლოებით 20-დან 25-მდე კონტაქტზე, ჩვენ იმდეი გვაქვს, რომ წყარო დადგინდება საიდან, მოხდა ამ ადამიანის დაინფიცირება. ამიტომ, ჯერ დაწრმუნებით ვერ გეტყვით, რომ ჩვენ გვყავს ინფიცირებული ადამიანი, სადაც ვერ გავდივართ პირველწყაროზე. მე მაინც იმედი მაქვს, იმდენად ინტენსიურად ვმუშაობთ, მთელი ჯაჭვია კონტაქტების. ამ პაციენტთან დაკავშირებული კონტაქტების ნიმუშები აღებულია და კვლევაშია. თუ ვერ გავედით კონტაქტზე. მაშინ თუ ვერ გავედით კონტაქტზე, მე რამოდენიმეჯერ გავაკეთე განცხადება, რომ ასეთი შემთხვევები იქნება ქვეყანაში დარწმუნებული ვარ. ამ კვირაში ან მომავალ კვირაში გვექნება შემთხვევები, სადაც უკვე დიდი ალბათობით, ვთქვათ ვეღარ გავალთ პირველწყაროზე ინფექციის შემოტანისა ან ადგილობრივი დაინფიცირებისა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

ერთი პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია - მარინა ეზუგბაია
2020-03-17ერთი პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია - მარინა ეზუგბაია

ავტორი: სალომე ნეფარიძე

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები