fbpx
18:50 | 2020-03-18 ავტორი: თამთა თორდია

ამ კვირაში ან კვირის ბოლოს ვირუსის მეოთხეული და მეხუთეული გადაცემის შემთხვევები დაფიქსირდება – გამყრელიძე

ამ კვირაში ან კვირის ბოლოს ვირუსის მეოთხეული და მეხუთეული გადაცემის შემთხვევები დაფიქსირდება – გამყრელიძე

შემთხვევათა რაოდენობა ქვეყანაში მოიმატებს, დიდი ალბათობით, ამ კვირაში ან კვირის ბოლოს დაფიქსირდება მეოთხეული და მეხუთეული გადაცემის შემთხვევები, – ამის შესახებ „რუსთავი ორს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ეპიდემია გაფართოვდება, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანაა ეს ზრდა იყოს მინიმალური“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

 

საქართველოში კორონავირუსი 38 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან ერთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X