13:01 | 2020-06-23 ავტორი: თამარ გონგაძე

“ამ ხიდთან ბევრი ტკბილი მოგონება მაკავშირებს, გოგონებს “ვაბამდით” – ზურა ხაჩიძის მოგონება ხიდზე, რომელიც ახლახან გახსნა

“ამ ხიდთან ბევრი ტკბილი მოგონება მაკავშირებს, გოგონებს “ვაბამდით” – ზურა ხაჩიძის მოგონება ხიდზე, რომელიც ახლახან გახსნა

ბორჯომი ახალ ტურისტულ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება. ცენტრალურ (ისტორიული) პარკთან მისასვლელი ძველისძველი, დაზიანებული ხიდის რესტავრაცია ჩატარდა. მანამდე არსებული სახიდე გადასასვლელი ავარიული მდგომარეობის გამო, ბოლო წლებში განსაკუთრებულად საფრთხის შემცველი იყო. და ხიდი, ორი დღის წინ, სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, რწმუნებულის მოადგილეებმა შოთა როსტიაშვილმა და ზურა ხაჩიძემ, მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ოთარ არბოლიშვილმა გახსნეს.

 

ზურა ხაჩიძე “პრაიმტაიმთან” მშობლიური ბორჯომის ამ კონკრეტულ ხიდთან დაკავშირებულ მოგონებებს იხსენებს.

 

ზურა ხაჩიძე: – ბევრი ტკბილი მოგონება მაქვს ამ ხიდთან. ამ პარკშია ბორჯომის კონოთეატრი, სადაც პირველად ვნახე ფილმი დიდ ეკრანზე. ეს ხიდი ბორჯომელი ბიჭების “საბირაჟაო” ადგილი იყო. კინოდან გამოსულ გოგოებს ველოდებით და “ვაბამდით” (იცინის).

 

ლაშა გეგეჭკორი-ს ფოტო.

 

ამ ხიდთან, ბორჯომის პატარა პარკში, კონცერტებიც არაერთხელ მაქვს გამართული. ვსეირნობდი შეყვარებულთან ერთად. ბორჯომში ადგილი არ არის, რამე მოგონება არ მაკავშირებდეს.

 

საკურორტო ზონის განახლება დაწყებულია. ეს ხიდი ზომაში გადიდდა, ჯებირები გამოიცვალა. გათვალისწინებულია ხიდის ვიზუალი, რომ ის ბორჯომის საერთო სტილისტიკაში ჩამჯდარიყო. ამიტომ დამშვენებულია ირმებითა და ბორჯომის სიმბოლოებით. ვიზუალურად ლამაზია და სრულიად პასუხობს ქალაქის არქიტექტურულ სტილს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.

 

2020-06-22"უთქვენოდ ვერ გადავლახავ ამ მძიმე ეტაპს" - ხათუნა ჟორდანია მიმართვას ავრცელებს

 

სიახლე ის, რომ ბორჯომის პარკში შესვლა გახდა უფასო. რაბათში შესვლაც უფასოა. ვარძიის დათვალიერება კი ნახევარ ფასად შეუძლია ვიზიტორს. გვინდა სამცხე-ჯავახეთში ტურისტული პოტენციალი გავაძლიეროთ. მოვიზიდოთ საქართვეოს მოქალაქეები და რეგიონის სტიმულირება მოვახდინოთ. მიხარია, რომ მეც ერთი აგური შემიძლია დავდო გუბერნატორთან ერთად. არაჩვეულებრივი გუბერნატორი გვყავს.

 

რეგიონში დაგეგმილი მაქვს გრანდიოზული ღონისძიება, ველოდებით რეგულაციების მოხსნას.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები