14:55 | 2020-05-20 ავტორი: Prime Time

ამ „კანონიერ ქურდებთან“ კავშირის ბრალდებით დაკავებულია 13 პირი – საქმის დეტალები

ამ „კანონიერ ქურდებთან“ კავშირის ბრალდებით დაკავებულია 13 პირი – საქმის დეტალები

თბილისში, ცაგერში, ხაშურსა და ბათუმში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია 13 პირი, რომელთაც თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ქურდული სამყაროს წევრობას ედავებიან.

 

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, მამუკა ჭელიძის განცხადებით, საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი ბიზნესმენი 2020 წლის მარტში ქურდული სამყაროს წევრებმა მოტყუებით წაიყვანეს თბილისში მდებარე წინასწარ ნაქირავებ ბინაში, სადაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, ტელეფონის მეშვეობით დაალაპარაკეს საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდს“, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზეც, გათავისუფლების სანაცვლოდ, 7500 აშშ დოლარი გამოსძალეს.

 

აგრეთვე, გამტაცებლებმა ბიზნესმენს ძალადობითა და სისტემატიური ზეწოლის გზით, 50 000 ამერიკული დოლარის 2 თვის ვადაში გადახდა დააკისრეს.

 

შსს-ს ინფორმაციით დაკავებულთა ნაწილს ბრალი ედება კიდევ ერთ ეპიზოდში.

 

კერძოდ, 2020 წლის მარტში და აპრილში, აღნიშნული პირები, მოდავე მხარეების მიმართვის საფუძველზე, ავტომანქანების გასხვისებასთან დაკავშირებულ დავებში ჩაერთნენ.

 

საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდების“ მხარდაჭერით მოაწყვეს ქურდული გარჩევები და სხვადასხვა მხარეებს გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს. მიღებული თანხა კი, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდასაჭერად გამოიყენეს.

 

„სამართალდამცველებმა, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს 3 ძვირადღირებული ავტომანქანა, 16 000 აშშ დოლარი, კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ“, – აღნიშნა მამუკა ჭელიძემ.

 

კარანტინის დროს ქართველებმა პარიზის ცნობილი სავაჭრო ცენტრები გაძარცვეს - ფრანგული მედია
2020-05-18კარანტინის დროს ქართველებმა პარიზის ცნობილი სავაჭრო ცენტრები გაძარცვეს - ფრანგული მედია

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში არ დაუკონკრეტებიათ, თუმცა „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ბრალდებულებს კავშირი ჰქონდათ თურქეთში მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდებთან“ – მინდია გორაძე (ლავას ოღლი), გია გოგელიანი, ვარლამ კუხიანიძე და ლევან დადეშქელიანი.

 

ჩვენი ინფორმაციით, საქმეში დევს ფარული სატელეფონო საუბრები, სადაც ასახულია თავისუფლებააღკვეთილი ბიზნესმენისა და თურქეთში მყოფი გია გოგელიანის საუბარი. „კანონიერი ქურდი“ ბიზნესმენს დიდი ოდენობით თანხის მიტანას სთხოვს.

 

„ბიზნესმენი სახლიდან გამოიყვანეს მოტყუებით, თითქოს რესტორანში სასაუბროთ, რეალურად კი მიიყვანეს თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე წინასწარ ნაქირავებ ბინაში, სადაც მოუწყეს ქურდული გარჩევა.

 

ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური დაზიანების მუქარით მოსთხოვეს პროცენტის გადახდა, რომელიც მათი თქმით, განკუთვნილი იყო „კანონიერი ქურდებისთვის“: მინდია გორაძისთვის (ლავას ოღლი), გიორგი გოგელიანისთვის და ვარლამ კუხიანიძისთვის (ვატია).

 

ბიზნესმენმა განაცხადა, რომ თანხა ფიზიკურად არ ჰქონდა და ის ვერაფერს გადაიხდიდა, რის გამოც კვლავ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ.

 

აიძულებდნენ მისი ოჯახის წევრებს სახლიდან გამოეტანათ ნივთები, დაელომბარდებინათ და ისე გადაეხადა ქურდულ საერთოში შესატანი პროცენტი.

 

პოლიციამ „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და მათთვის მიმართვის ბრალდებით 13 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, თბილისში, შიდა ქართლში, იმერეთსა და აჭარაში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ძალადობის, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვისა და მხარდაჭერის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 13 პირი დააკავეს. დაკავებულებს ბრალი თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ძალადობაში, „ქურდული სამყაროს“ წევრობაში, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვაში და მხარდაჭერაში ედებათ.დაკავებულები სისტემატურად ეწეოდნენ დანაშაულებრივ საქმიანობას, კერძოდ, სხვადასხვა შემთხვევაში, ფინანსურ დავებთან დაკავშირებულ უთანხმოებაში ერთვებოდნენ და ქურდული გარჩევების გზით, მოქალაქეებს თანხებს სისტემატურად სძალავდნენ.პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო დანაშაულებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული კომპიუტერული ტექნიკა, ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ, ასევე ამოღებულია 16 000 დოლარი და 3 ძვირადღირებული მანქანა.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე, 223-ე პრიმა, 126-ე, 223-მე-3 პრიმა და 223- მე-4 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

Posted by შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia on ოთხშაბათი, 20 მაისი, 2020

 

წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვერ დატოვებდა ბინას, სადაც იძულებით იმყოფებოდა“, – ვკითხულობთ ბრალის დადგენილებაში.

 

ამავე ინფორმაციით, თავისუფლებააღკვეთილ ბიზნესმენს ტელეფონით რამდენჯერმე დაალაპარაკეს თურქეთში მყოფი ქართველი „კანონიერი ქურდები“, რომლებიც მას თანხის გადახდას აიძულებდნენ.

 

კიდევ ერთ ეპიზოდით ირკვევა, რომ ერთ-ერთ პირს ასევე უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და არ აძლევდნენ ბინის დატოვების უფლებას მანამ, სანამ მისმა მეუღლემ ქურდული სამყაროს წევრებს 7500 დოლარი არ შესწირა.

 

„მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ პირს თანხა თან არ ჰქონდა, სცემეს და ფიზიკური ძალის გამოყენებით არ აძლევდნენ ბინის დატოვების უფლებას, სანამ მისმა მეუღლემ გულნაზი ბ-მ 7500 დოლარი არ გადასცათ. ამასთან, „კანონიერი ქურდის“ მოთხოვნით ზემოხსენებული პირი დაავალდებულეს, რომ ყოველი თვის 25 რიცხვში გადაეხადა პროცენტი“.

 

საქმეში სულ ოთხი „კანონიერი ქურდის“ სახელი ფიგურირებს. ოთხივე მათგანი ამჟამად თურქეთში იმყოფება.

 

მინდია გორაძე, იგივე „ლავას ოღლი“ თურქეთის ციხიდან ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს. გია გოგელიანთან ერთად ის ფიგურირებს ერთ-ერთ რესტორანში გადაღებულ კადრებში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ „კანონიერ ქურდ“ ჯეირან კინწურაშვილს.

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X