20:38 | 2020-06-28 ავტორი: ნინი ტაველიძე

„ამ ინციდენტში მონაწილე ყველა სპორტსმენი უნდა იქნას სამუდამოდ დისკვალიფიცირებული“ – ხუხაშვილის შაქარაშვილის საქმეზე

„ამ ინციდენტში მონაწილე ყველა სპორტსმენი უნდა იქნას სამუდამოდ დისკვალიფიცირებული“ – ხუხაშვილის შაქარაშვილის საქმეზე

ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეს ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება:

 

VIDEO: ვრცელდება დაპირისპირების კადრები - შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე
2020-06-27VIDEO: ვრცელდება დაპირისპირების კადრები - შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე

 

„როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს სპორტული საზოგადოება, რომელიც ჯერ-ჯერობით დუმს?

 

ამ ინციდენტში მონაწილე ყველა სპორტსმენი უნდა იქნას სამუდამოდ დისკვალიფიცირებული.

 

პრევენციის მიზნით, უნდა დაკანონდეს ნორმა, რომლითაც ყველა სპორტსმენი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ამ ტიპის გარჩევებში, ან პოლიტიკურ პროცესში ფიზიკურად ჩაერევა, იქნება სამუდამოდ დისკვალიფიცირებული“,- წერს ხუხაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.

 

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

 

ასევე, ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ 17 პირი დააკავა.

 

მათ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენატარი - +

X