00:22 | 2020-08-20 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ამ გოგონას დაბერება არ ეღირსა!.. – ცნობილი ქართველი პოეტის ემოციური ჩანახატი ბაჩალიაშვილზე

ამ გოგონას დაბერება არ ეღირსა!.. – ცნობილი ქართველი პოეტის ემოციური ჩანახატი ბაჩალიაშვილზე

ცნობილი ქართველი პოეტი სოციალურ ქსელში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ცნობილ ფოტოს – გოგონა ყვავილების გვირგვინით აქვეყნებს და ემოციურ ჩანაწერს ავრცელებს.

 

„მე თამარი ვარ ბაჩალიაშვილი, 23 წლის გოგო, რომელიც 18 ივლისს მომკლეს“ - დედის ემოციური წერილი
2020-08-16„მე თამარი ვარ ბაჩალიაშვილი, 23 წლის გოგო, რომელიც 18 ივლისს მომკლეს“ - დედის ემოციური წერილი

 

„ამ გოგონას დაბერება არ ეღირსა!..და, მაინც, ამ სახეს, ამ სილამაზეს და საუცხოო ყვავილწნულს​ გვერდი ვერ ავუქციე!..დაე, აქ, ჩემს გვერდზე იცოცხლოს, გულისწორიც იპოვოს და ჭრელ კაბაშიც დაბერდეს.

 

თამარი – ქვემო ქართლის ნაცრემლარი​ მინდვრების მანათობელი ციცინათელა! ნაადრევად მოწყვეტილი შროშანი!” – ასე ახასიათებს პოეტი, მხატვარი, პროზაიკოსი, ხატთა შემამკობელი, ზვიად გამსახურდიას და გალაკტიონის პრემიის ლაურეატი თინათინ მღვდლიაშვილი თამარ ბაჩალიაშვილს.

 

მას კი თავის საავტორო ლექსს უძღვნის, რომელიც პოეტმა 1996 წელს დაწერა: 

 

„ჭრელ კაბაში დაგაბეროს ღმერთმა,

ფარად მოგცეს არწივივით ქმარი…

შეგიყვაროს კაცმა ერთადერთმა,

მარად იყოს სიყვარულით მთვრალი!..

იყავ მშვიდი, მორჩილი და მთმენი,

შეგიყვაროს კაცმა ერთადერთმა…

ბედნიერად ჩაგემარცვლოს დღენი,

ჭრელ კაბაში დაგაბეროს ღმერთმა!..

 

როგორ გშვენის ლერწმის ტანზე ფარჩა,

ვიწრო წელზე გიშრისფერი თმები,

ღვთისმშობელი აგარიდებს ავდარს

და მფარველი ანგელოზის ფრთები.

 

აშრიალე ლერწმის ტანზე ფარჩა,

აფრიალე თმები გიშრისფერი…

ქვეყანაზე არსად აღარ დარჩა,

ერთი ქალიც, – შენი ფეხის მტვერი.

ჭრელ კაბაში დაგაბეროს ღმერთმა!..” – წერს თინათინ მღვდლიაშვილი.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +