12:47 | 2020-03-12 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ამ ეტაპზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ ვაპირებთ – ტიკარაძე

ამ ეტაპზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ ვაპირებთ – ტიკარაძე

„ამ ეტაპზე არ მივიჩნევთ საჭიროდ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას“ – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

ტიკარაძის თქმით, საქართველო მთავრობა აკვირდება მიმდინარე მოვლენებს.

 

„ამ ეტაპზე არ მივიჩნევთ საჭიროდ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, ვინაიდან ყველა ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან, აღრიცხულია, მიმდინარეობს მონიტორინგი. იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდება პაციენტი, რომლის წყაროც არ იქნება იდენტიფიცირებული, გახდის საეჭვოს და შეიტანს რისკს იმაში, რომ ინფექცია ვრცელდება კონტროლის გარეშე და ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები