15:58 | 2021-10-21 ავტორი: Prime Time

ამ ეტაპისთვის კლინიკაში გადაყვანას არ საჭიროებს – ეკატერინე ტიკარაძე

ამ ეტაპისთვის კლინიკაში გადაყვანას არ საჭიროებს – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს.

 

როგორც მინისტრი ამბობს, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და და კლინიკაში გადაყვანას არ საჭიროებს.

 

„პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია. თქვენ იცით, რომ ზოგადად მე ვეწინააღმდეგები პაციენტის ინფორმაციების გაცემას, ვინაიდან ეს ეთიკის ნორმებს არ შეესაბამება. მას აქვს საკმაოდ დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა, ამ ეტაპისთვის ის კლინიკაში გადაყვანას არ საჭიროებს, თუმცა პენიტენციური სამსახურის სამედიცინო პერსონალის მხრიდან უზრუნველყოფილი არის ყველა ის საჭირო ინსტრუმენტული კვლევა და ასევე მედიკამენტოზური დახმარება, რომელსაც პაციენტი ამ ეტაპისთვის საჭიროებს,” – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X