11:44 | 2020-04-16 ავტორი: თათია ცუკოშვილი

ამ დაავადების ბედს საქართველოში მრევლი გადაწყვეტს – ცერცვაძე 

ამ დაავადების ბედს საქართველოში მრევლი გადაწყვეტს – ცერცვაძე 

მრევლის ხელშია საქართველოში ეპიდემიის განვითარების სცენარი , – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში  განაცხადა.

 

„ნუ გამოვცდით ბედისწერას და გავაკეთოთ მარტივი რამ,  რომ დავრჩეთ სახლში და წლევანდელ რელიგიურ დღესასწაულებს განსხვავებული ფორმატით შევხვდეთ – მათ შორის საფლავზე გასვლის ტრადიციასაც.

 

ამ ეტაპზე, გვჭირდება, რომ შემოვიდეს ნაკლები პაციენტი, რაც ჩვენზე არაა უშუალოდ დამოკიდებული, დამოკიდებულია იმ ადამიანებზე, რომლებსაც ბრიფინგზე უსმენდით და დამოკიდებულია საზოგადოებაზე და უახლოესი სამი დღის მანძილზე უპირველეს ყოვლისა მრევლზე.

 

აი, მრევლი გადაწყვეტს ახლა ამ დაავადების ბედს საქართველოში. გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ მრევლის ხელშია ეპიდემიის განვითარების სცენარი. ასეთი ფორმულირებით არასოდეს მითქვამს და მგონი, არც სხვებს უთქვამთ, რომ მრევლის ხელშია საქართველოში ეპიდემიის განვითარების სცენარი,“ – განაცხადა ცერცვაძემ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

0
კომენტარი - +