16:38 | 2020-01-30 ავტორი: Prime Time

ამ ჩემს ჭაღარას თუ არ არიან დაკავებულები – ნიკა გვარამია თავდამსხმელებზე

ამ ჩემს ჭაღარას თუ არ არიან დაკავებულები – ნიკა გვარამია თავდამსხმელებზე

„მე არ მინახავს თავდამსხმელი. სამნი ყოფილან, მე არ შემიმჩნევია. ფოტოები ვნახე და პირველად ვნახე სამივე. ეტყობათ ვინც არიან“,- ამის შესახებ ნიკა გვარამიამ, სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, იგი ინციდენტის გამო საკუთარი პროცესის გადადებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

 

„რა უნდა ვქნათ, არ დაიჭერს პოლიცია, ნუ დაიჭერს. რაც მეტი უარესი ფაქტი მოხდება, მით უფრო სწრაფად დამთავრდება ეს ხელისუფლება. ამ ჩემს ჭაღარას თუ არ არიან დაკავებულები. საერთოდ არ ვღელავ მაგ საკითხზე.

 

მე ახლა ერთი დარბაზიდან გადავედი მეორე დარბაზში, იმიტომ, რომ ორი ადვოკატი კიდევ არის იმ საქმეზეც. ერთადერთი რაც ვთხოვე მოსამართლეს არის, რომ იმ ინციდენტის შემდეგ არ ვარ მწყობრში. საკუთრ პროცესზე ჯდომის არანაირი სურვილი და გამძლეობა ნამდვილად არ მაქვს. ვთხოვე გადაგვედო, მაგრამ უარი მივიღე. პროკურორისთვის რომ ვინმეს წაერტყა ცხვირში თქვენ წარმოგიდგენიათ როგორ ჩაატარებდა მოსამართლე პროცესს“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

არსებული ინფორმაციით, ნიკა გვარამიას სასამართლოს შესასვლელთან ერთ-ერთი მოქალაქე გაუსწორდა ფიზიკურად, რის შედეგადაც გვარამიამ მისი თქმით თვალისა და ცხვირის არეში დაზიანება მიიღო.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X