20:48 | 2020-03-21 ავტორი: Prime Time

ამ ბრძოლაში ან ერთად გავიმარჯვებთ, ან ერთად დავმარცხდებით – სალომე ზურაბიშვილი

ამ ბრძოლაში ან ერთად გავიმარჯვებთ, ან ერთად დავმარცხდებით – სალომე ზურაბიშვილი

„მინდა მივმართო საქართველოს პარლამენტის წევრებს – ეს ბრძოლა ჩვენია, თითოეული ჩვენგანის. ამ ბრძოლაში ან ერთად გავიმარჯვებთ, ან ერთად დავმარცხდებით“, – ამ სიტყვებით მიმართა საქართელოს პრეზიდენტმა დეპუტატებს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ განკარგულების წარდგენისას.

 

სალომე ზურაბიშვილის თქმით, არსებულ სიტუაციაში პოლიტiკური სპექტრის და მთელი საზოგადოების ერთიანობა უმნიშვნელოვანესია.

 

„ამ ბრძოლის შედეგი აისახება მთელ ქვეყანაზე და მომავალ თაობებზე. ამ კრიზისის შემდეგ მსოფლიო სრულიად სხვაგვარი იქნება. ჩვენთანაც ბევრი რამ შეიცვლება. ბევრი გამოწვევა უნდა გადავლახოთ ამ გზაზე. მხოლოდ ერთიანი საქართველო დაძლევს ამ გამოწვევას“, – მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა დეპუტატებს.

 

შეგახსენებთ, რომ პრემიერის განცხადებით, საქართველოში 1 თვით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ახალ კორონავირუსს უკავშირდება, რომელსაც მსოფლიო თითქმის 3 თვეა ებრძვის.

ავტორი: Prime Time


X